ქალთა საერთაშორისო დღე - არა მხოლოდ დასვენების დღეა, არამედ მშვენიერი მიზეზი, წახვიდეთ გასართობად თანამშრომლებთან ან მეგობრებთან ერთად.
ამ დღის აღნიშვნა ბევრნაირად შეიძლება, დაწყებული ბარიდან - ქალაქგარეთ შეკრებით დამთავრებული. მოდით, ვნახოთ საუკეთესო ადგილები, სადაც შეძლებთ აღნიშნოთ ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი.
ოფისში
ყველაზე ჩვეულებრივი პასუხი კითხვაზე, „სად აღვნიშნოთ 8 მარტი კოლეგებთან ერთად“ არის - ოფისში. როგორც წესი, ამ დღის ორგანიზება მამაკაცებს ევალებათ. აქ ყველაფერი თანაშრომლებში მიღებულ ტრადიციაზეა დამოკიდებული, ასევე, ფინანსურ შესაძლებლობასა და მამაკაცების ფანტაზიის უნარზე. მთავარია, შეირჩეს სწორი სცენარი, ამაში კი ინტერნეტში მილიონობით წარმოდგენილი იდეა დაგეხმარებათ. ზედმეტი არ იქნება, თუ კოლექტივში შეთანხმდებით, რომ ეს დღე ყველა ქალს უნდა მიულოცონ და არა მხოლოდ მათ, ვინც განსაკუთრებულ სიმპათიებს იმსახურებს კოლეგებისგან.
დადებითი: ყველაზე იოლი გზა, ყველანი ერთად შეკრიბოთ, არცთუ დიდი მატერიალური დანახარჯი და დროის ეკონომია.
უარყოფითი: ფორმალური დღესასწაული, პატარ-პატარა მილოცვები ყველას მოაცდენს საქმისგან, ოფისი კი, როგორც არ უნდა გაალამაზოთ, ყოველთვის დარჩება ადგილად, სადაც მთავარი - მუშაობაა.
რესტორანში
მოაწყვეთ სადღესასწაულო ვახშამი სამსახურთან ახლოს მდებარე კაფეში - შედარებით უფრო საინტერესო ვარიანტია, ვიდრე ოფისი. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ბევრი კაფე და რესტორანი დღესასწაულის წინა დღეებში სპეციალურ შეთავაზებებს აკეთებენ.
დადებითი: თუ თქვენ თვითონ ხართ ორგანიზატორი, შეგიძლიათ დაპატიჟოთ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც გინდათ. არაფორმალური შეკრება გაძლევთ საშუალებას, დრო სასიამოვნო კომპანიაში გაატაროთ.
უარყოფითი: შედარებით მეტი დაგეხარჯებათ, კოლეგებს, რომლებსაც არ დაპატიჟებთ - გაბრაზდებიან თქვენზე, საღამო შეიძლება გვიან დასრულდეს, ამიტომ ამ დღეს ჯობია, სხვა საქმე არ დაგეგმოთ.
წაიკითხეთ სრულად