თუ ჭაღარა თმის პრობლემას ნაადრევ ასაკში შეხვდით, სასწრაფოდ უნდა ესტუმროთ ექიმ-ტრიქოლოგს მიზეზების დასადგენად. ჩვენი რედაქცია კი გიზიარებთ თმის სავლების რეცეპტს, რომელიც ჭაღარის შენიღბვაში დაგეხმარებათ.
როგორ გავთავისუფლდეთ ჭაღარისგან შეღებვის გარეშე
ინგრედიენტები
• 6 ს.კ. შავი ბაიხის ჩაი
• 2 ლიტრი მდუღარე წყალი
• 3 ს.კ. ვაშლის ძმარი
მომზადება
დააყენეთ ბაიხის ჩაი და გააცივეთ.
გადაწურეთ და ცოტათი შეათბეთ ჩაი, დაამატეთ ვაშლის ძმარი.
თავის დაბანის შემდეგ თმაზე უნდა გადაივლოთ ეს ნატურალური საშუალება 15-20 წუთის განმავლობაში. პროცედურის დასრულებისთანავე არ უნდა ჩამოიბანოთ, ეცადეთ, ხელებით მაქსიმალურად დაწუროთ თმა პირსახოცის გამოყენების გარეშე და გაიშროთ ფენით.
გაიმეორეთ ეს პროცედურა თავის ყოველი დაბანის შემდეგ და უკვე 2 კვირაში მიიღებთ სასურველ შედეგს.
ასევე იხილეთ:
5 მეთოდი, როგორ დავმალოთ ჭაღარა შეღებვის გარეშე