თუ ვერ გადაგიწყვეტიათ, როგორ შეიჭრათ თმა, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სტილი და თამამად ჩაეწერეთ სილამაზის სალონში, რადგან ჩვენ მიერ წარმოდგენილი ხუთივე ვარცხნილობა საკმაოდ ორიგინალურია.
1. ასიმეტრიული ბობი - მერლინ მონროს ინსპირაციით
თუ ასიმეტრიულ "ბობს" შეიჭრით და თმას გვერდზე გადაიტანთ, ჰოლივუდური გლამურის უნიკალურ იმიჯს შეიქმნით. ეს ვარცხნილობა საშუალებას მოგცემთ, თმა სხვადასხვანაირად დაიყენოთ. თუ გსურთ მერლინ მონროს შარმი და მომხიბვლელობა, მაშინ ცალ მხარეზე თმა მსუბუქად დაიხვიეთ. ამ ვარცხნილობას უხდება მკვეთრი ფერის პომადა და თვალების სექსუალური მაკიაჟი.
2. Pastel Cream Undercut
ეს მოკლე ვარცხნილობა ერთდროულად ნაზიცაა და მკაცრიც.
მას ღია პასტელის ფერები უხდება. მაგალითად, ღია ვარდისფერი, კრემისფერი.
3. Copper Curly Pixie Haircut
ეს ვარცხნილობა გამოირჩევა ცეცხლოვანი, სპილენძისფერი ტონებით. ფერი გადამწყვეტ როლს თამაშობს. თუ ეს ფერი თქვენს კანს უხდება, შეგიძლიათ გარისკოთ!
4. კლასიკური Pixie
ეს ვარცხნილობა ძალიან პოპულარულია. ის საინტერესოდ გამოიყურება სხვადასხვა ფერის თმაზე. გაგრძელება