ეთნიკური, ფაქტურული, მრავალფეროვანი და თავისუფალი - ბოხოს სტილი სულ უფრო პოპულარული ხდება. ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ ამ მოსახერხებელ და პრაქტიკულ სტილს.
ბოჰემური სტილი
მრავალი ფენა
თამამად ჩაიცვით ჟილეტი ტოპის ზემოდან, ოვერსაიზ სვიტერი მაისურთან და გრძელ ქვედაბოლოსთან, ნუ დაივიწყებთ მოსახერხებელ "ბათინკებს" ან სანდლებს და დაასრულეთ იმიჯი ნატურალური ქვებისა და მასალისგან დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარებით.
ფაქტურა
ბოხოს სტილი აბსოლუტურად განსხვავებული ფაქტურისა და ფერის ქსოვილების შეხამებას გულისხმობს. ბამბა, ბახრომა, მაქმანი, ნაქსოვი ტილო - ყველაფერი ეს მხოლოდ პოდიუმზე არ გამოიყურება ლამაზად.
დრაპირება
ბოხოს სტილი - ეს გახლავთ თვითგამოხატვა სხვადასხვა დეტალის მეშვეობით.
ჰენდმეიდი
მოდური გოგონები უპირატესობას ექსკლუზიურ, ხელნაკეთ ნივთებს ანიჭებენ. ასეთი უნდა იყოს ბოხოს სტილიც - ერთადერთი და განუმეორებელი. აუცილებლად შეავსეთ იმიჯი ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარებით: ვერცხლი, ნატურალური ქვები, სპილენძი. ძალიან მოდურად გამოიყურება უჩვეულო ფორმის შლაპები და ჩანთებიც.