რა სირთულე გელით ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის შეყვარებისას - რა სირთულეები გელით ვერძთან - Marao

რა სირთულე გელით ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის შეყვარებისას - რა სირთულეები გელით ვერძთან

2017-03-08 13:33:12+04:00

სასიყვარულო ურთიერთობების ჰარმონიულობა რომ კომპრომისისა და ურთიერთდათმობის ხელოვნებაზეა აგებული, ალბათ, ამაზე არავინ კამათობს.
თუმცა, ადამიანები, ზოდიაქოს საკუთარი ნიშნიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებენ. ამიტომაც გთავაზობთ სტატიების ციკლს ზუსტად იმის შესახებ, რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეთ ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანთან რომანის შემთხვევაში და სად სჯობს გამოიჩინოთ დიპლომატია...

მაშ ასე, რა სირთულეებს წავაწყდებით, თუ გვიყვარს ვერძი

1. ის ინფანტილურია - შესაძლოა, ურთიერთობის საწყის ეტაპზე ძალიანაც მოგხიბლოთ მისმა ბავშვურობამ და სიალალემ, მაგრამ ოჯახურ ცხოვრებაში ეს ყველაფერი ხშირად აბსოლუტურ უპასუხისმგებლობაში ვლინდება.

2. ის ეგოისტია - ვერძი საკუთარ ინტერესებს ყველაზე და ყველაფერზე მაღლა აყენებს. მისი დევიზია: "მე, უპირველეს ყოვლისა".

3. ის აგრესიულია - ალბათ, გაოცებული დარჩებით, პერიოდულად ისეთი გაცხარება ეცოდინება. თუმცა, ნუ შეგეშინდებათ, ამ ადამიანებს ბრაზი მალე გადასდით და არასოდეს იმახსოვრებენ წყენას.

4. ის ჯიუტია - თუ მას რაიმე სჯერა, რამდენიც უნდა უმტკიცოთ, თქვენს აზრს არ გაითვალისწინებს. ნუ დააძალებთ თქვებს პოზიციაზე გადმოსვლას, მიეცით საშუალება, დაფიქრდეს. შესაძლოა, მოგვიანებით თავად მოუნდეს, დაგიჯეროთ. გაგრძელება