ზოგიერთი ფილმის ნახვის შემდეგ შთაბეჭდილებები დიდხანს გვამახსოვრდება.
ზოგიერთს მხოლოდ ერთხელ ვუყურებთ და მალევე ვივიწყებთ, მაგრამ არის ფილმები, რომლებსაც შეუძლია, თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალოს. ფილმები ქალებისთვის, არ არის აუცილებელი, რომ სიყვარულზე ან განშორებაზე იყოს. სავსებით შესაძლებელია, ფილმებიც ისეთივე მრავალფეროვანი და არაპროგნოზირებადი იყოს, როგორც თვითონ ქალები არიან.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ ფილმს. დაიმახსოვრეთ - ინსპირაციას, რომელსაც ზოგიერთი ფილმი გვაძლევს, შეუძლია ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს.
1.ჯარისკაცი ჯეინი (G.I. Jane) - ეს არის ფილმი საბრძოლო სცენების გარეშე
თუმცა, იმ ფილმების მცირე ჩამონათვალში შედის, რომელიც ადამიანის ბუნებას ყველაზე კარგად გვაჩვენებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქალთა მენტალურ სიძლიერეს.
2. გოგონა მილიონ დოლარად (Million Dollar Baby) - ფილმი, რომელიც ცხოვრების სისასტიკესა და სიმძიმეს ყველაზე კარგად გადმოსცემს
გოგონა, რომელიც გადაწყვეტს, გახდეს პროფესიონალი მოკრივე, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად. ფილმის რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა მოახერხა, ახალგაზრდა გოგონას ბრძოლა მიზნის მისაღწევად ექცია დაუვიწყარ და იმედისმომცემ სანახაობად.
3. ერინ ბროკოვიჩი (Erin BROCKOVICH) - რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი
ეს არის ისტორია, რომელიც თითოეული ქალისთვის აუცილებლად იქნება შთაგონების წყარო, რომ მარტოხელა დედობა არ არის დასასრული, რომ 3 შვილით მარტოხელა დედასაც შეუძლია საოცარ წარმატებას მიაღწიოს, ამასთან, უდიდესი სიკეთე მოუტანოს სხვას. გაგრძელება