"ჩემი ცოლის დაქალების" სერია, რომელმაც "ფეისბუქი" აალაპარაკა: "იმერული ესკიზები" 21-ე საუკუნეში მეგრულმა ჩაანაცვლა" - Marao

"ჩემი ცოლის დაქალების" სერია, რომელმაც "ფეისბუქი" აალაპარაკა: "იმერული ესკიზები" 21-ე საუკუნეში მეგრულმა ჩაანაცვლა"

2017-03-14 17:40:19+04:00

"ჩემი ცოლის დაქალების" ახალი, მე-11 სეზონის სერიებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
სერიალის მითიური გმირის, ნორა გაბისკირიას ანდერძი, გრიშას მონოლოგი, დოჩი ალიშბაიას მეგრული ფრთიანი ფრაზები, მამა ცოტნე - მესამე სერიაში ბევრმა დეტალმა გამოიწვია მაყურებლის აღფრთოვანება.

"ფეისბუქზე" ახალ სერიებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:

"ესეთი რეალობა ჯერ არ მინახავს, სამარგალოს რეალითია"; "გრიშას ოსკარი!"; "გასული საუკუნის ფილმს "იმერულ ესკიზებს" 21 საუკუნეში თუ მეგრული ჩაანაცვლებდა, ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი სახეზეა"; "დოჩის ფან კლუბი გახსენით ვინმემ"; "ბატონი დათო კურცხალია უმაგრესი მსახიობი და მონოლოგი! დოჩი, სასწაული გოგო! ნორა გაბესკირია "ტრადიციების'' წინააღმდეგ! მამა ცოტნე ჯიპით..." - წერენ "ფეისბუქზე" სერიალის მაყურებლები.

მთავარი მოულოდნელობა კი ახალ სეზონზე კარგად დავიწყებული ძველი პერსონაჟების დაბრუნებაა. ცოტნე ცოტაშვილის და ბახვას (გიორგი ბახუტაშვილი და ბახვა ბრეგვაძე) დაბრუნება ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. AMBEBI.GE ბახვა ბრეგვაძეს ესაუბრა:

- ბახვა, თქვენი და ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟის გამოჩენას სერიალში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისევ გააგრძელებთ მონაწილეობას თუ ეპიზოდურად გამოჩნდით?

- ასე ვიცით ჩვენ, ბატონო, ფურორები! წინასწარ თქმა არ შეიძლება, სცენარს რა თქმა უნდა, ვერ გავამხელ. ვნახოთ, რა იქნება და როგორ განვითარდება ჩვენი ხაზი. სერიალში ასე ხდება ხოლმე, პერიოდულად რომელიმე ხაზი ისვენებს. წინა სეზონამდე იმდენად აქტუალური იყო ჩვენი ხაზი, რამდენიმე სეზონი აუცილებელი იყო დასვენება. ამიტომ გაგრძელებას ველოდი, თუმცა ამ ფორმით, ასეთი საინტერესო იმიჯით - არა. გაგრძელება