პარაცეტამოლი თურმე არა მხოლოდ სიცხის დამწევი და ტკივილის მომხსნელი საშუალებაა... ის სილამაზისთვის და სხვა დანიშნულებითაც საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება. ერთი სიტყვით, ეს პრეპარატი აგაცილებთ თავის ტკივილს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
თმის მოვლა
დაფქვით 3 აბი პარაცეტამოლი, დაამატეთ თქვენს შამპუნში. თავის დაბანისას შეიზილეთ მასაჟის მოძრაობებით თმაში. ეს ნარევი ეწინააღმდეგება ქერტლის გაჩენას და თმის მტვრევადობას.
მცენარეების მოვლა
დაფქვით 3-4 აბი პარაცეტამოლი, დაამატეთ წყლიან პულველიზატორში, რეგულარულად მოაპკურეთ მცენარეებს და შედეგით სასიამოვნოდ გაოცდებით.
კანის მოვლა
პარაცეტამოლს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს გაღიზიანებულ კანზე. აკნეს მოსაცილებლად დაფქვით 5 აბი პარაცეტამოლი, შეურიეთ 150 მლ წყალს და წაისვით პრობლემურ ადგილებზე.
ტანსაცმლის მოვლა
ღია ფერის ტანსაცმელზე ოფლის კვალის მოსაცილებლად, დაფქვით 2 აბი პარაცეტამოლი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი წყალი. წაუსვით მიღებული პასტა ლაქაზე და შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ. იდეალური სისუფთავე გარანტირებულია.
ასევე იხილეთ:
ასპირინის გამოყენების 5 უჩვეულო მეთოდი – პრეპარატი არა მხოლოდ გაციებისთვის!