სანამ უდიდესი მეცნიერი გახდებოდა, ჯერ კიდევ ბავშვმა, აინშტაინმა ერთი უჩვეულო ამოცანა შეადგინა. ის მიიჩნევდა, რომ დედამიწის მოსახლეობის 98% ვერ შეძლებდა მის ამოხსნას. მიეკუთვნებით თუ არა იმ ყველაზე ჭკვიანების დარჩენილ 2%-ს? გთავაზობთ, დაამტკიცოთ ეს და ამოხსნათ აინშტაინის ცნობილი თავსატეხი.
პირობა
5 სხვადასხვა ადამიანს 5 სხვადასხვა ფერის სახლში უყვარს 5 სხვადასხვა კერძი, ჰყავთ 5 სხვადასხვა ცხოველი, სვამენ 5 სხვადასხვა სახეობის სასმელს. კითხვა: რომელს ჰყავს თევზები?
ეცადეთ, ამოხსნათ ეს გამოცანა გონებაში ან ქაღალდის ფურცელზე დახაზეთ ცხრილი. როდესაც მზად იქნებით, წაიკითხეთ პასუხი.
მინიშნებებიდან ვიცით, რომ პირველი ცხოვრობს ნორვეგიაში პირველ სახლში, ლურჯი სახლის გვერდით. ლურჯ სახლში კი ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც ჰყავს ცხენი. ის, ვინც ცენტრში ცხოვრობს, სვამს რძეს.

ნორვეგიელი ვერ იცხოვრებს წითელ და ლურჯ სახლებში, იქ ინგლისელი და ის ადამიანი ცხოვრობს, ვისაც ცხენი ჰყავს. თეთრსა და მწვანეშიც არ ცხოვრობს, რადგან მარჯვნივ თეთრი სახლი დგას, ნორვეგიელისგან მარჯვნივ კი – ლურჯი. ე.ი. ის ყვითელ სახლში ცხოვრობს და უყვარს პიცა.
მწვანე სახლი თეთრისგან მარცხნივ დგას, ე.ი. მისი ნომერია 3 ან 4. თუმცა, მესამეში – საშუალოში – ასევე სვამენ რძეს, მწვანეში კი – ყავას, ე.ი. მწვანე სახლის ნომერია 4, თეთრის – 5, წითლის კი – 3. აქ ინგლისელი ცხოვრობს. ყავას მე-4 სახლში სვამენ.
ნათქვამია, რომ გერმანელს უყვარს ბლითები, ე.ი. ის არ მიირთმევს ბრინჯს და არ სვამს ლუდს. ასევე არ სვამს რძეს და ჩაის, ამას ინგლისელი და ფრანგი აკეთებენ. ე.ი. გერმანელი სვამს წყალს ან ყავას.
ნორვეგიელი ვერ დალევს ლუდს (რადგან სხვა საკვებს მიირთმევს), ყავას (რადგან მწვანე სახლში არ ცხოვრობს), ჩაის (არაა ფრანგი). ე.ი. ნორვეგიელი სვამს წყალს, გერმანელი კი – ყავას და ცხოვრობს მწვანე სახლში. და თუ წყალს ნორვეგიელი სვამს, მის მეზობელს ვაშლი უყვარს (მინიშნებებიდან).
თუ შვედს ჰყავს ძაღლი, მას შეუძლია იცხოვროს მეორე სახლში (სადაც ცხენებია), ე.ი. შვედი მე-5 სახლში ცხოვრობს (თეთრში). მეორე სახლში კი ცხოვრობს ფრანგი, რომელიც სვამს ჩაის.
თუ ყველის მოყვარული, რომელსაც ჰყავს ფრინველი, შვედი არ არის, ე.ი. – ინგლისელია. შესაბამისად, შვედი მიირთმევს ბრინჯს და სვამს ლუდს.
დაგვრჩა ბოლო მინიშნება: ის, რომელიც ჭამს ვაშლს, ცხოვრობს იმის გვერდით, რომელსაც ჰყავს კატა. ვაშლს ჭამს ფრანგი (მეორე სახლი). მარჯვნივ მისგან - ინგლისელი, რომელსაც ჰყავს ფრინველები, ე.ი. მეორე მეზობელი ფრანგი (მარცხნივ), კატა კი ნორვეგიელს ჰყავს.

პასუხის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე...
{{ArticleSplitCont}}
დაბოლოს, თევზი ჰყავს გერმანელს.
