"სასეირნოდ გამოვედი ქალაქში... გადაჭარბებული სიჩქარით ვმოძრაობდი" - რას ჰყვება მოდელი, რომელიც მანქანით ყაზბეგზე ჯიხურს დაეჯახა - Marao

"სასეირნოდ გამოვედი ქალაქში... გადაჭარბებული სიჩქარით ვმოძრაობდი" - რას ჰყვება მოდელი, რომელიც მანქანით ყაზბეგზე ჯიხურს დაეჯახა

2017-03-24 13:12:01+04:00

გუშინ, 23 მარტს, გამთენიისას, ყაზბეგის გამზირზე ავარია მოხდა - ავტომანქანა ჯერ მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგომ პრესის ჯიხურებში შევარდა.

თვითმხილველების ცნობით, მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. როგორც აღმოჩნდა, მანქანას 20 წლის ფოტომოდელი - დიანა ოვანოვა მართავდა. დიანა ერთი წლის წინ გახდა ცნობილი ქართველი საზოგადოებისთვის და მისმა ფოტოებმა სოციალური ქსელი ააჭრელა - უკრაინული წარმოშობის სექს-სიმბოლოს, მონიკა ბელუჩის ადარებენ.

ოვანოვა ავარიის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ავარიის შესახებ ფოტომოდელმა "ფეისბუქის" პირად გვერდზეც დაწერა: "მიხარია, რომ გადავრჩი და კარგად ვარ... რაც შეეხება კომენტარებს, რომლებსაც ვკითხულობ, რომ პოტენციური მკვლელი ვარ, რატომ არ მოვკვდი, რატომ ვარ ცოცხალი, ამდენი რამის დაზიანებას ჯობდა, მომკვდარიყავი, და ასე შემდეგ, ასეთ ადამიანებს მოგიწოდებთ, ნუ იქნებით ასეთი მატერიალისტები, არაადამიანები და ბოროტები, ჩემს ადგილას შეიძლებოდა ნებისმიერის შვილი, დედა ან და ყოფილიყო...", - წერს ოვანოვა "ფეისბუქის" გვერდზე.

AMBEBI.GE ავარიის დეტალებით დაინტერესდა და დიანა ოვანოვას დაუკავშირდა: "ღამის 12 საათზე სასეირნოდ გამოვედი ქალაქში. ამბობენ, თითქოს ნასვამი ვიყავი და ამის გამო მომივიდა ავარია, რაც მართალი არ არის. პატრულიც დაადასტურებს, რომ ფხიზელი ვიყავი".

- რა გახდა ავარიის მიზეზი? იხილეთ ინტერვიუ სრულად...