"დიდებული საუკუნის" გმირს ჰუირეიმს ხშირად ჯადოქარსაც ეძახდნენ, რადგან მან მოაჯადოვა სულთანი. თუ გსურთ თქვენი საყვარელი მამაკაცის მოჯადოება მის რჩევებს გაეცანით.
1. მიაქციეთ ყურადღება საკუთარ თავს
ლამაზმანი გარშემო ბევრია, მაგრამ ვინ უვლის საკუთარ თავს სათანადოდ? იყავით მუდამ ფორმაში, რათა სულეიმანმა შეგამჩნიოთ.
2. გამოამჟღავნეთ თქვენი სიყვარული
აგრძნობინეთ მამაკაცს თქვენი მისდამი სიმპათია, შეუქმენით კომფორტული გარემო. ჰიურემმა სულთანი აღმოსავლური ცეკვებით მოხიბლა და მისი ყურადღებაც დაიმსახურა.
3. იყავით დაუცველი, მასზე დამოკიდებული
მამაკაცმა თქვენ გვერდით ძლიერ, ყოვლისშემძლე გმირად უნდა იგრძნოს თავი. მან უნდა დაგიცვათ და ამგვარად კიდევ უფრო მოგეჯაჭვებათ.
4. მასწავლებლად იგრძნოს თავი
ყური დაუგდეთ მის რჩევას, ინტერესის გამოვლინებით პოზიციას გაიმყარებთ.
5. ნუ ჩაერევით მის საქმეებში
ქალების შეცდომაა, რომ ცდილობენ საყვარელი მამაკაცის საქმეებში მიიღონ მონაწილეობა. ჰუირემი არ ერეოდა სულეიმანის საქმეებში. მას სურდა, მასთად ყოფნის დროს მამაკაცს საქმეებზე არ ეფიქრა.
6. მხიარული და უდარდელი
არავის შეუყვარდებით მოწუწუნე და ცუდ ხასიათზე მყოფი. იყავით მამაკაცისთვის სიხარულის, ბედნიერების წყარო. თქვენთან მუდამ სასიამოვნო ემოციებს უნდა განიცდიდეს.
7. კონფლიქტი მის ახლბლებთან
არ აიძულოთ მამაკაცი არჩევანი გააკეთოს თქვენსა და მათ შორის. პირიქით, ეცადეთ გააუმჯობესოთ ურთიერთობა მის ნათესავებთან, მის დასანახავად მაინც იყავით კეთილი და ღიმილიანი.
თუ რჩევებს გაითვალისწინებთ, საყვარელი მამაკაცისთვის ერთადერთი და განუმეორებელი გახდებით.