1972 წლის 13 თებერვალს მიშელ სიფერი ტეხასის გამოქვაბულში 6 თვით ველურივით ცხოვრობდა და ადამიანის ორგანიზმის ბიორიტმს სწავლობდა.
საკუთარ მაგალითზე მან დაამტკიცა, რომ სრულყოფილი ძილი ადამიანს აჯანსაღებს. თუ ახალგაზრდად დარჩენა გსურთ, ძილზე დრო არ უნდა დაგენანოთ.
ადამიანს 7-9 საათი უნდა ეძინოს და დილით, 6 საათზე იღვიძებდეს, რადგან სწორედ ამ დროს იწყება ორგანიზმის მომზადება ახალი დღისთვის. საუკეთესოა, თუ ძილისთვის 9 საათზე მოემზადებით და 10 საათზე უკვე დაგეძინებათ.
თუ უძილობა გაწუხებთ:
1. კოფეინი
მოერიდეთ კოფეინს. თუ ადრე დაძინება გადაწყვიტეთ, შუადღის შემდეგ ნუღარ დალევთ ყავას.
2. თამბაქო
დაანებეთ თავი სიგარეტის მოწევას, თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელი და დიდხანს იცოცხლოთ.
3. ალკოჰოლი
შეცდომა იმის ფიქრი, რომ ალკოჰოლი გვადუნებს.
4. ვარჯიში
დაძინებამდე 2-3 საათით ადრე წავარჯიშება დაძინებაში შეგიწყობთ ხელს.
5. საძინებელი
ჩამოაფარეთ ფარდები. გამორთეთ ტელევიზორი და გაჯეტები.
6. ხმაური
სასურველია იდეალური სიჩუმე იყოს.
7. ტემპერატურა
საძინებლის იდეალური ტემპერატურაა 18-21 გრადუსი.
ძილის უკმარისობა დამღუპველია. იგი წაგართმევთ ახალგაზრდობას, შრომისუნარიანობას. ნუ შეუშლით ორგანიზმს ხელს სწორ ფიზიოლოგიურ პროცესში.