სერიალ ”კრიმინალური აზროვნების” (Criminal minds) პირველი სეზონის პრემიერა ტელეარხ CBS-ზე 2005 წელს შედგა. ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალია მსოფლიოში.
სიუჟეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ქცევის ანალიზის ექსპერტების ჯგუფი ეხმარება კრიმინალისტებს, გახსნან ყველაზე ჩახლართული და ჩიხში შესული საქმეები.
ამისთვის აუცილებელია იმის გაგება, თუ რა მოტივები ამოძრავებდა დამნაშავეს.
სპეციალისტები მათ ყოველ ქმედებაში ”იქექებიან” და ცდილობენ, იაზროვნონ კრიმინალურად.

ჯგუფი დამნაშავის და მსხვერპლის ძირითად მახასიათებლებს ადგენს, იყენებს მტკიცებულებებს, ფაქტებს საქმიდან და ინფორმაციის შესაბამის ფსიქოლოგიურ ანალიზს აკეთებს. ეს ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა, რომელიც ფსიქოლოგიის კარგად ცოდნას მოითხოვს. ასეთ დაძაბულ და საშიშ გრაფიკში ბევრი ვერ ინარჩუნებს სტაბილურ და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას.
მთავარი აქცენტი აგენტების, ჯეისონ გიდეონისა (მენდი პატინკინი) და აარონ ჰოჩნერის (ტომას გიბსონი) გამოძიებებზე კეთდება. ასევე, საქციელის ანალიზის გუნდის წევრების აგენტებზე: ელ გრინუეი (ლოლა გლაუდინი), დერეკ მორგანი (შემარ მური), ჯენიფერ ჯეი-ჯე ჯერო (ეი ჯი კუკი), დოქტორი სპენსერ რიდი (მეტიუ გრეი გაბლერი) და პროგრამისტი პენელოპა გარსია (კირსტენ ვანგსნესი).
აარონ ჰოტჩი გუნდის ხელმძღვანელია. მკაცრი, შეურყეველი და ყოველთვის კოსტიუმში გამოწყობილი. მუშაობდა პროკურორად გამოძიების ფედერალურ ბიუროში.
”მე საკმაოდ ბევრი ფაქტი გავიგე ადამიანებზე, რომლებიც გამოძიების ფედერალურ ბიუროში მუშაობდნენ. საკმაოდ ღრმად შევიჭერი სპეცაგენტების სამყაროში. მე ვკითხე გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ თანამშრომელს, რომელიც 20-წლიანი მუშაობის შემდეგ პენსიაში გავიდა: "როგორ იტანდი დაძაბულ სამუშაოს?" მან მიპასუხა, რომ სირთულეები ქრება, როდესაც აცნობიერებ, რომ შენ გაგიმართლა, გემუშავა თანამედროვეობის ყველაზე საინტერესო ტვინებთან.”

დერეკ მორგანი - ფეთქებადი ხასიათის, თავდაჯერებული აგენტია, რომელსაც ძიუდოში შავი ქამარი აქვს. მისი ბავშვობა მუქი ფერებითაა შეღებილი, რადგან პატარაობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა ფეხბურთის მწვრთნელის მხრიდან. 10 წლის ასაკში მან მამა დაკარგა, როდესაც ის მძარცველის შეჩერებას ცდილობდა. ამ სიტუაციამ მისი მომავალი ცხოვრება განსაზღვრა.
ჯენიფერ ჯეი-ჯეი ჯერო - რბილი ხასიათის, კეთილი ქალი, მასობრივი კომუნიკაციის აგენტი.
სპენსერ რიდი - ჩაკეტილი, აუტისტი ახალგაზრდა გენიოსი. მისი IQ-ა - 187. შეუძლია წუთში 20 000 სიტყვის წაკითხვა.

სერიალი ძალიან საინტერესოა და აუცილებლად მოგეწონებათ. თუ თქვენც გიყვართ დეტექტივები, ჩახლართული საქმეების გახსნა, მაშინ ძალიან გაგიმართლათ. ტელეარხი GDS ”კრიმინალური აზროვნების” სერიების ჩვენებას ხვალიდან იწყებს!
“კრიმინალური აზროვნება” ყოველ სამუშაო დღეს გავა. 17:00 და 18:00-ზე. დღეში ორი სერია. ჩაუჯექით 