სანამ ერთ შეფუთვა ორცხობილას ბოლომდე შეჭამდეთ ან კიდევ ერთ ბოკალ ღვინოს დაისხამდეთ, დაფიქრდით იმის შესახებ, რომ საკვები მოქმედებს არა მხოლოდ თქვენს წონასა და ჯანმრთელობაზე, არამედ თქვენი კანის მდგომარეობაზე.
გამოცდილი სპეციალისტისთვის ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ მიხვდეს, რა ჭარბობს თქვენს რაციონში.
ღვინის სახე
ყველასთვის ცნობილია, რომ წითელი ღვინო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ზომიერად. გარდა იმისა, რომ წითელ ღვინოს შეუძლია შეღებოს თქვენი ტუჩები და კბილები, ის კანსაც ზედმეტ სიწითლეს ანიჭებს.
სიმპტომები: წარბებს შორის მკვეთრად გამოყოფილი პრობლემური ზონა, ღრმა ნაოჭები, გამომშრალი კანი და ლოყებზე აქერცლილი ადგილები, გაფართოებული ფორები, ზედმეტად წითელი კანი და ძალიან ღრმა ცხვირ-ტუჩის ნაოჭები.
აი, რას ნიშნავს ეს: გარდა იმისა, რომ ღვინო სავსეა შაქრით, როგორც სავარაუდოდ, პესტიციდებითა და სულფატებით, ალკოჰოლი ასევე იწვევს გაუწყლოებას. თქვენი ორგანიზმი კარგავს სითხეს, ღვიძლი განიცდის ზეწოლას, საჭმლის მომნელებელი სისტემა იშლება.
მაშ ასე, რა რაოდენობის ღვინოა უვნებელი კანისთვის და როგორ მოვიშოროთ "ღვინის სახე"?
თავი შეიკავეთ ნებისმიერი ალკოჰოლისგან მინიმუმ 3 კვირით. ეს საკმარისი დროა, რათა თქვენი კანი აღდგეს. შემდგომში კი მიჰყევით ცხოვრების წესს 80:20-ზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თავს უფლება მიეცით, მიიღოთ ერთი ბოკალი ღვინო.{{ArticleSplitCont}}
რძიანი სახე
სიმპტომები: შეშუპებული თვალის უპეები, ტომრები თვალების ქვეშ, ჩაშავებული თვალები, ანთებითი პროცესი კანზე და აკნე, ფერმკრთალი ლოყები, გამონაყარი ნიკაპზე.
რას ნიშნავს ეს: რა თქმა უნდა, რძის პროდუქტების გარეშე რთულია, გქონდეთ სრულფასოვანი რაციონი, მაგრამ თუკი ლაქტოზას შეუთავსებლობა გაქვთ, კანზე შესაძლოა გაჩნდეს ანთებითი პროცესი და გამონაყარი - ეს იმის ნიშანია, რომ ორგანიზმს არ შეუძლია სრულფასოვნად გაუმკლავდეს რძის პროდუქტებს. ასაკთან ერთად ჩვენ ვკარგავთ დიდი რაოდენობით ენზიმებს, რომელიც ლაქტოზას გადამუშავებას უწყობს ხელს.
თუკი შეამჩნიეთ, რომ სახე შეგიშუპდათ, ხოლო კანი გაგიფერმკრთალდათ და არათანაბარი ზედაპირი გაქვთ, დროებით უარი თქვით ყველანაირ რძის პროდუქტზე, რათა ნახოთ, რამდენად შესამჩნევად აისახება სხვაობა თქვენს გარეგნობაზე.{{ArticleSplitCont}}
შაქრიანი სახე
სიმპტომები: ნაოჭები და ნაკეცები შუბლზე, ჩამოსიებული თვალები, ანთებები, გამონაყარი და აკნე, გათანგული სახე, ფერმკრთალი, უსიცოცხლო კანი.
რას ნიშნავს ეს: არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ დიდი რაოდენობით შაქრის მიღება წონის და ზოგადად, ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, თუმცა შაქარი ასევე გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზეც. ის აძლიერებს გლიკაციას - პროცესს, რომლის დროსაც გლუკოზის მოლეკულები კოლაგენს ეკვრის, აზიანებს მას და უკარგავს ელასტიკურობას.
თუკი გსურთ, გქონდეთ მართლაც ლამაზი კანი და დაიღალეთ ამ ანთებებთან და გამონაყართან ბრძოლით, მაშინ მოგიწევთ შეამციროთ შაქრის რაოდენობა მინიმუმამდე.