როდესაც ახალი სერიალის ყურებას იწყებ, ძალიან გინდა, იმედი არ გაგიცრუვდეს.
”კრიმინალური აზროვნების” შემთხვევაში ასე არ ხდება. სერიალს თავისი ხიბლი აქვს. პერსონაჟები ვითარდებიან სერიიდან სერიამდე. სიუჟეტები მოწყენის უფლებას არ გაძლევს. ეს რომ არა, სერიალის ოთხი სეზონიც ხომ არ იქნებოდა?..
თუ ძლიერი სქესის გაგების უნივერსალური ახსნა უკვე შეძლეს, განმარტებით: ”მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო", დანაშაულის გახსნის უნივერსალური გზა ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.
სანამ სერიალ ”რიცხვების” გმირები დანაშაულს მათემატიკის მეშვეობით ებრძვიან, ”ძვლები” კი უპირატესობას მეცნიერებას ანიჭებს, სერიალი ”კრიმინალური აზროვნება” ცდილობს შეაღწიოს დამნაშავის გონებაში, დაინახოს მისი ჩანაფიქრი და გამოიცნოს მოსალოდნელი ქმედებები.

თუმცა, სერიალის შემქმნელების შერჩეულ მეთოდში გასაკვირი არაფერია. ”კრიმინალური აზროვნება” FBI-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოკვლეულ ქცევის ანალიზზე მოგვითხრობს.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ასეთი დეპარტამენტი მართლაც არსებობს. დამნაშავის ქცევის მოდელის გამოყენება რეალური საქმეების გამოძიებებში საკმაოდ პოპულარულია.
აქედან გამომდინარე, სერიალის შემქმნელები შეეცადნენ, შეექმნათ სპეციალისტების გუნდი და მათი მუშაობის სქემა ეჩვენებინათ.
ამ გუნდში არიან საუკეთესო პროფესიონალები. როდესაც ისინი აერთიანებენ თავიანთ ძალებს, ყველაზე ძლიერი იარაღები ხდებიან კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ეს ადამიანები ძალიან საინტერესოები არიან, რადგან მათ პერიოდულად უწევთ ”გახდნენ” მკვლელები, მოძალადეები, ტერორისტები, რათა გაიგონ, როგორ ფიქრობენ და აზროვნებენ ისინი.
ზოგჯერ მათ ცნობიერებას და იმ ცნობიერებას შორის საზღვარი, რომლის გაგებასაც ცდილობენ, იშლება. ასეთი ადამიანების ცხოვრება მოკლებულია კითხვას, თუ რა სურთ თავად და როგორ ახერხებენ დარჩენას კარგ მხარეზე.
დამნაშავეს შეაჩერებს მხოლოდ ის, ვისაც რაღაც მაინც აქვს საერთო მასთან. ვისაც არ ეშინია, გადააბიჯოს მორალურ და ეთიკურ ნორმებს.

გუნდის წევრებს შორის სტაბილური ურთიერთდამოკიდებულებაა. ეს მართლა კარგი გუნდია, რადგან ერთმანეთის ნდობა ისე სჭირდებათ, როგორც არავის სხვას.
ჯეისონ გიდეონი - განყოფილების სულის და იდეალების განსახიერებაა. ის ავტორიტეტია, რომელსაც ძნელია, არ დაემორჩილო და არ დაეთანხმო. ის ინსტინქტურად მოქმედებს და იშვიათად ცდება, რითიც კოლეგების პატივისცემას იმსახურებს.
აარონ ჰოტჩერი განყოფილების უფროსია. ის ნიჭიერი მანიპულატორი და კარგი ფსიქოლოგია. ოსტატურად იყენებს თავის გავლენას ადამიანებზე.
სპენსერ რიდი გენიალურად განსახიერებული გენიოსია. გუნდში არის კიდევ პენელოპა გარსია, ინფორმაციის ორგანიზებას და ანალიზს აკეთებს. და არიან ლამაზი გოგონებიც, მათ გარეშე სერიალი ხომ არ იქნებოდა?
”კრიმინალურ აზროვნებას” შეგიძლიათ უყუროთ ტელეარხ GDS-ზე. ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00 და 18:00 სთ-ზე. თანაც, დღეში ორ სერიას. ასე რომ - ჩაუჯექით! 
იხილეთ: იაზროვნე, როგორც დამნაშავემ