ასაკთან ერთად ტუჩები კარგავს ჩვეულ მოცულობას და ლამაზ, მკვეთრ კონტურს. მაგრამ ფარ-ხმალს ნუ დაყრით - ტუჩებისთვის უწინდელი ფორმის დაბრუნება ძვირად ღირებული კოსმეტიკისა და "სილამაზის ინიექციების" გარეშეც შესაძლებელია.
რატომ თხელდება ასაკთან ერთად ტუჩები?
ტუჩის ასაკობრივი "განლევა" პირის წრიული კუნთის დაჭიმულობის გამო ხდება. ძირითადად, ეს ნებისყოფიან ადამიანებს ემართებათ. საქმე ისაა, რომ კბილების ერთმანეთზე მიჭერის გამო სხეულის ყველა კუნთოვან-ფასციალური ჭაჭვი იჭიმება. როგორც კი ყბას მოუშვებთ, ყველაფერი გაივლის. გამუდმებული, ქრონიკული დაძაბულობის დროს პირის წრიული კუნთის დეფორმაცია ხდება. შედეგად ტუჩები თხელდება და ძაფივით ხდება.
რატომ უნდა იმუშაოს ამ ვარჯიშმა?
როგორც აღვნიშნეთ, თხელი ტუჩების პრობლემა კუნთების დაძაბულობაა. ყველაზე წვრილი ტუჩის გამსხვილებაც კი შესაძლებელია, თუკი სწორად ვიმოქმედებთ სახის კუნთებზე. ამიტომაც ინიექციები - ეს ერთადერთი საშუალება არ არის სახის სილამაზის შესანარჩუნებლად.
რა უნდა გავაკეთოთ?
1. დაიდეთ საჩვენებელი და შუა თითი ქვედა ტუჩის დაბლა. შეეცადეთ, იგრძნოთ, როგორ თბება და დუნდება ქსოვილები თითების ქვეშ, ხოლო ტუჩი თითქოს ივსება.

2. დაიწყეთ ღიმილის "მოხატვა": ამისათვის ნაზად წაიღეთ თითები ტუჩის კიდეებთან, თან ოდნავ აქაჩეთ ზევით.

3. ანალოგიური მოქმედებები შეასრულეთ ზედა ტუჩზეც. მოძრაობა უნდა იყოს მკაცრად ჰორიზონტალური.

4. გაიმეორეთ რამდენიმეჯერ ზედა და ქვედა ტუჩებზე რიგრიგობით. დაასრულეთ ვარჯიშები ქვედა ტუჩზე.

ამ ვარჯიშების ყოველდღიურად შესრულებით საგრძნობლად გაიუმჯობესებთ ტუჩების ფორმასა და მოცულობას.