ტელეარხმა GDS-მა ამერიკული საკულტო ტელეფილმის, „კრიმინალური აზროვნების“ ჩვენება დაიწყო, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს მკვლევარების შესახებ გვიყვება.
ისინი ცდილობენ, დამნაშავეების მოქმედება გამოიცნონ და მოსალოდნელი დანაშაული შეაჩერონ.
საინტერესო ფაქტები სერიალზე
თავდაპირველად, სერიალის პროექტი ატარებდა სახელს „კვანტიკო“ - იმ ადგილის პატივსაცემად, სადაც სპეცჯგუფის ოფისია განთავსებული.
ყველა პერსონაჟი დრეს-კოდს იცავს. ისინი მკაცრ საოფისე ტანსაცმელს ატარებენ, პენელოპას გარდა. აგენტი გარსიას მკვეთრი მაკიაჟი და მანიკიური, სახალისო კაბები და უჩვეულო სტილი სერიალის სტილისტებისა და თავად მსახიობის ერთობლივი ნამუშევარია. ამბობენ, თავისი გმირის ბევრი ნივთი საკუთარი გარდერობიდან მოიტანაო.

რეალურ სამედიცინო კლინიკებში სცენების გადასაღებად, სერიალის შემქმნელებს 5-დან 120 000$-მდე თანხის გადახდა უწევდათ. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ხანი გრძელდებოდა სცენის გადაღება.
მსახიობი მენდი პატინკინი (ჯეისონ გიდეონს თამაშობს) მორიგი გადაღების შემდეგ ყველას დაემშვიდობა და თქვა: „ხვალამდე“. მეორე დღეს კი გადასაღებ მოედანზე აღარ მივიდა. ჯგუფმა ამის გამო ინერვიულა და პოლიციას მიმართა. მოგვიანებით, პატინკინი თავად დაუკავშირდა კოლეგებს და განაცხადა, რომ სერიალიდან მიდის...
სერიალში ხშირად იყენებენ ციტატებს და განიხილავენ წიგნებს. მათ შორის: „ლემის „სოლარისი“, არტურ კონან დოილის „ჯონ სმიტის შეტყობინება“ და სხვ.

უმეტესობა სახალისო დიალოგებისა სპეცაგენტ დერეკ მორგანსა და პენელოპა გარსიას შორის, აღებულია მათი რეალური ცხოვრებიდან. დუბლების ჩაწერისას ისინი იმპროვიზაციას მიმართავდნენ. მათი ხუმრობები ძალიან მოსწონდა გადამღებ ჯგუფს, ამიტომ აღარაფერს ცვლიდნენ. სხვათა შორის, პენელოპას მხოლოდ ერთ ეპიზოდში უნდა ეთამაშა, მაგრამ მისი შესრულება იმდენად მოეწონათ, რომ მთავარი გმირების ძირითად გუნდს დაუმატეს.
როდესაც მსახიობი მეტიუ გაბლერი ქასთინგზე მივიდა, მას განუცხადეს, რომ არ ერგება როლს. დამატებითი მოსმენის შემდეგ მიიღო მან სპენერ რიდის როლი.
«კრიმინალური აზროვნება“ უდავოდ ძალიან საინტერესო სერიალია. თქვენ შეგიძლიათ ყოველდღე, დროებით მოწყდეთ რეალობას და თვალი ადევნოთ ყველაზე ჩახლართული ამბების გახსნას.
ჩაუჯექით GDS-ს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, საღამოს 17:00 და 18:00 სთ-ზე. თქვენ დღეში 2 სერიის ყურების სიამოვნება გელით.
იხილეთ ასევე:
როგორ უნდა შეაღწიო დამნაშავის გონებაში
იაზროვნე, როგორც დამნაშავემ