წარმოგიდგენთ მარტივ ტესტს, რომლისთვისაც არც სასწორი დაგჭირდებათ და არც სანტიმეტრი.
1. დახრა
ჩაიცვი სხეულზე მომდგარი ტანსაცმელი ან დარჩი საცვლებში. გვერდულად დადექი სარკის წინ და დაიხარე ნელა, პირდაპირ და დაბლა, რამდენადაც შეძლებ. ჩამოგეკიდა მუცელი? გიშლის ხელს დახრისას? თუ უპრობლემოდ შეძელი 45 გრადუსით დახრა, მაშინ ყველაფერი რიგზეა.
2. ღარი
შემოტრიალდი სახით სარკისკენ და შეატყუპე ფეხები. დათვალე ფეხებს შუა ღარების რაოდენობა. თუ ის 3-ია (ბარძაყებს, მუხლებსა და წვივებს შორის), ყველაფერი ნორმაშია.
3. სწორი კუთხე
ამ ტესტის შესრულება საცვლებში აჯობებს. დაჯექი იატაკზე, ზურგი მკაცრად ვერტიკალურად გაასწორე (900-ით) გაჭიმულ ფეხებთან. მოადუნე მუცელი. დათვალე, რამდენი ნაკეცი წარმოიქმნა მუცელზე. ერთი? - შენ ძალიან ყოჩაღი ხარ! 2 - დროა, დაფიქრდე.
4. კისერი
დაჯექი მოხერხებულად, თავი სწორად დაიჭირე. შეეცადე, თითებით კისერთან კანი დაიჭირო. თუ ჭარბი წონა არ გაქვს, ამის გაკეთება გაგიჭირდება, თითები სრიალს დაიწყებს.
5. მკლავები
მარჯვენა ხელი იატაკის პარალელურად გაშალე და კუნთები მაქსიმალურად დაჭიმე, მარცხენით კი შეეცადე, ტრიცეპსზე იჩქმიტო. შენ მხოლოდ 1 სმ სისქის ნაკეცის დაჭერა უნდა შეძლო.
შეიძლება დაგაინტერესოთ: 20 მარტივი რჩევა წონაში დასაკლებად