დაიმახსოვრეთ შემდეგი წესი: არ არსებობს ქალი, რომელსაც წითელი პომადა არ უხდება - არსებობს ქალი, რომელმაც წითლის იდეალური ელფერი ვერ იპოვა!
ღია ფერის კანის მქონე გოგონებს კენკრისფერი უხდებათ (ჟოლო, შტოში), თუმცა, მკვეთრი წითელი ფერის პომადასაც შეუძლია მათი სახის ღირსებების გამოკვეთა.
ნატურალური კანის ფერის მქონე გოგონებს კლასიკური, მკვეთრი-წითელი, ასევე, ტომატის ან მარჯნისფერი პომადა უხდებათ.
მუქი კანის მფლობელებისთვის იდეალურია ალუბლისფერი ან ბორდოსფერი პომადა.
ჟღალთმიანებს კი დაამშვენებს წითელ-ვარდისფერი ტონი.

7 მარტივი ნაბიჯი პომადის იდეალურად წასასმელად:
წაისვით ტუჩის ბალზამი და აცადეთ, სანამ შეიწოვს. უმჯობესია, რეგულარულად გამოიყენოთ ბალზამი, განსაკუთრებით, ღამით, აქერცვლის თავიდან ასარიდებლად.
მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით მოაცილეთ აქერცლილი კანის ნარჩენები კბილის ჯაგრისის დახმარებით. შეგიძლიათ პერიოდულად ჩაიტაროთ ტუჩების მსუბუქი სკრაბი სპეციალური საშუალებების დახმარებით.
მსუბუქად წაისვით პუდრი ტუჩებზე, რათა კონტური იოლად დაიხატოთ.
ფანქრით აკურატულად მოუსვით ტუჩის კონტურს და დაშტრიხეთ.
თუ კონტურის ხაზი უსწორმასწორო გამოვიდა, სიტუაციას გამოასწორებს კონსილერი. წაისვით ფრთხილად და თითით გაათანაბრეთ.

ნუ დაგავიწყდებათ ტუჩის კუთხეების მოხატვა. ახლა უკვე შეგიძლიათ წაისვათ პომადა. თუ მკვეთრად შეღებვა არ გსურთ, წაისვით მსუბუქად.


თუ გსურთ ბზინვარების მოცილება, გამოიყენეთ ხელსახოცი - მოისვით ოდნავ ტუჩებზე, შემდეგ წაისვით მცირე რაოდენობის პუდრი პირდაპირ ტუჩებზე.
საჭიროებისამებრ, შეგიძლიათ გაიმეოროთ პროცედურა.
