ყველამ იცის, რომ სილამაზის საყოველთაო სტანდარტები არ არსებობს, მისი აღქმის უნარი კი ყველა ჩვენგანს განსხვავებული აქვს.
სილამაზეზე, მის მოვლასა და შენარჩუნებაზე ულამაზესი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი გვესაუბრა.
- თავის მოვლის რა საშუალებებს იყენებთ?
- დღეში ორჯერ, დილას და საღამოს სპეციალური გამწმენდი საშუალებით ვიბან სახეს, რომელიც არ შეიცავს საპონს და შემდეგ ვიტენიანებ. ასევე, ხშირად ვვარჯიშობ... მეტს განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, თუ არ ჩავთვლით კოსმეტოლოგთან სახის ღრმა წმენდას, პილინგსა და ღრმა დატენიანებას წელიწადში ერთი-ორჯერ.
- საშუალოდ კვირაში რამდენჯერ შეიძლება თქვენი ნახვა მაკიაჟის გარეშე?
- ყოველდღე შეიძლება ჩემი ნახვა მაკიაჟის გარეშე. როცა მივდივარ საღამოს, მეგობრებთან ერთად სადმე, ან წვეულებაზე, მსუბუქად ვიკეთებ ხოლმე მაკიაჟს. როცა გადაღებები მაქვს, მაშინაც ძალიან მინიმალური მაკიაჟით შემოვიფარგლები ხოლმე, პირდაპირი ეთერის დროს კი ჩვეულებრივ, სატელევიზიო "გრიმს" ვიკეთებ. ხანდახან ისეც ხდება, დროის უქონლობის გამო, რომ შეიძლება ვარჯიშზე მივიდე მაკიაჟით. ძალიან მრცხვენია, მაგრამ ათასგვარი საცხის ტარება ძალიან მეზარება ხოლმე.
- აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გადიხართ გარეთ...
- საათი.
- რომელ ბრენდებს ანიჭებთ უპირატესობას?
- ზოგადად, არ მიყვარს ტანსაცმლის ბრენდებზე ლაპარაკი. გამაღიზიანებელი რომ არ იყოს, ასე ვიტყვი: მე უპირატესობას ვანიჭებ ქართველ დიზაინერებს. როცა მაქვს საშუალება, შევიძინო ახალი სამოსი, ყოველთვის მათ პროდუქციას ვამჯობინებ. ისინი სხვებზე არანაკლებ გემოვნებიან, მოდურ და განსხვავებულ სამოსს ქმნიან. ვფიქრობ, ყველა ქართველმა უნდა გაითავისოს ეს და გაუკეთონ პოპულარიზაცია ქართულ პროდუქციას.
რაც შეეხება თავის მოვლის საშუალებებს, მეტწილად, აფთიაქურ ქსელებში ვყიდულობ. ძალიან კარგი კოსმეტოლოგისგან გამიგია, რომ უნდა მოიხმარო ის პროდუქტი, რომელიც აფთიაქებში იყიდება. წაიკითხეთ სრულად