აზიაში, ინდოეთის მეზობლად არსებობს ასეთი ქვეყანა - ბანგლადეში! ის დაახლოებით ასე გამოიყურება:
თუმცა, მისი მთავრობა ბევრად ბრძენი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა, ბევრად განვითარებული ქვეყნების.
ბოლო დროს აქ "ფეისბუქზე" წვდომას ბლოკავენ, მთლიანად კი არა, არამედ მხოლოდ 6 საათით დღეში! და მხოლოდ ღამით: 12-საათიდან დილის 6 საათამდე.
რატომ?
მიზეზი ის არ არის, რაც გაიფიქრეთ!
ზოგადად, სახელმწიფოების ხელმძღვანელები "ფეისბუქს" მაშინ ბლოკავენ, როცა რევოლუციის ეშინიათ. ბანგლადეშში ყველაფერი სხვაგვარად არის: მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ თავისი ქვეყნის ახალგაზრდობის ჯანმრთელობა დაიცვას!
როგორც მთელ მსოფლიოში, აქაც მოზარდებს ღამღამობით უყვართ სოციალურ ქსელებში ბოდიალი. და თუკი ამ დროს ბავშვებს სოც-ქსელებზე წვდომა შეეზღუდებათ, ისინი გამოიძინებენ! ეს კი აუცილებლად დადებითად აისახება მათ ჯანმრთელობასა და სწავლაზე!
თქვენ როგორ მოგწონთ ეს ინიციატივა?