ასლან აბაშიძეს 78 წლის ასაკში მესამე შვილი შეეძინა - Marao

ასლან აბაშიძეს 78 წლის ასაკში მესამე შვილი შეეძინა

2017-04-14 13:01:43+04:00

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს ვაჟიშვილი შეეძინა. აბაშიძე თითქმის 15 წელია მოსკოვში ცხოვრობს. მისი მესამე შვილიც სწორედ იქ დაიბადა.

აბაშიძე 78 წლისაა. მას გარდაცვლილ მეუღლესთან - მაგული გოგიტიძესთან ორი შვილი - დიანა და გიორგი, ასევე შვილიშვილები ჰყავს. ხოლო იმ ქალბატონის სახელი და გვარი, რომელმაც ასლან აბაშიძეს შვილი გაუჩინა, უცნობია.

როგორც AMBEBI.GE-ს ასლან აბაშიძის ყოფილმა პრესმდივანმა თამაზ ბაკურიძემ განუცხადა, აჭარის ყოფილ მეთაურს შვილი დაახლოებით ერთი თვის წინ შეეძინა.

სტატია სრულად იხილეთ ambebi.ge-ზე.