”კრიმინალური აზროვნება” ძალიან საინტერესო დეტექტიური სერიალია, თრილერის ელემენტებით, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს მკვლევართა გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველაზე ჩახლართული და ჩიხში შესული საქმეები გახსნას. ამისთვის გუნდის წევრებმა დამნაშავეების, მკვლელებისა და მანიაკების გონებაში უნდა შეაღწიონ და იაზროვნონ ისე, როგორც აზროვნებენ ისინი...
სერიალის ყურება შეგიძლიათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ტელეარხ GDS-ის ეთერში, 17:00 და 18:00 სთ-ზე (დღეში 2 სერია).
წარმოგიდგენთ ციტატებს პოპულარული სერიალიდან!
- გიყვარდეს - ნიშნავს მისცე ვიღაცას შესაძლებლობა, გაგანადგუროს, მაგრამ გჯეროდეს, რომ ის ამით არ ისარგებლებს.
- პრეზიდენტები მოდიან და მიდიან. რჩება ხალხი, რომელიც პრეზიდენტებს მართავს.
- შენი თვისება, დააიგნორო ის, თუ როგორი შესანიშნავი ხარ - ეს ერთია იმ მილიონი რამიდან, რაც მე შენში მიყვარს.
- არსებობს რაღაც, რასაც არასოდეს ვისურვებდით, მაგრამ ვალდებულნი ვართ, მივიღოთ: ის, რისი ცოდნაც არ გვინდა, მაგრამ იძულებულნი ვართ ვისწავლოთ და ადამიანები, რომელთა გარეშე ვერ ვიცხოვრებდით, მაგრამ უნდა გავუშვათ...
- დიახ, არსებობენ ურჩხულები და გეშინოდეს მათი - ეს ნორმალურია, მაგრამ არ უნდა დაუშვა, რომ მათ გაიმარჯვონ. და არ შეიძლება, იყო ერთ-ერთი მათგანი.

- უკანა მხარესაც კი აქვს უკანა მხარე.
- თვითმკვლელობა - ეს აბსოლუტური ძალაუფლებაა.
- ბედნიერებას ადვილად განასახიერებ, თუ დრო ძალიან ცოტაა. იცი, რამდენი ოჯახური ფოტო მაქვს, სადაც ბედნიერი ვჩანვარ?
- მომეცით ჩემი ყავა და არავინ დაზარალდება!
- ნუთუ ეს სასაცილო არ არის, როდესაც ოცნებები სრულდება, მაგრამ ყველაფერი არ გამოდის ისე, როგორ შენ გინდოდა...
- ყველაზე კარგად მაშინ გაიცნობ ადამიანს, როდესაც მასთან ერთად სადმე მგზავრობ.
- ყველას სურს იცოდეს, რომ არსებობს ვიღაც, ვისთვისაც ის საინტერესოა.
- ყველა ჩვენგანს ჩვენი გზა აქვს. თითოეულ ჩვენგანს - ჩვენი გამოცდა, პრობლემები და არჩევანი, რომელსაც ამ გამოცდის დროს გავაკეთებთ და რომელიც შეგვცვლის. ეს არჩევანი გამოგვცდის და ზღვარზეც კი მიგვიყვანს. ჩვენი გამოცდა ჩვენ გაგვაძლიერებს.
- ხელოვნებაა - იფიქრო იმაზე, რაზეც არავის უფიქრია, წარმოუდგენელიც რომ გეჩვენოს.
- ყველა ჩვენგანს აქვს იარა, რომლის მორჩენასაც ვისურვებდით.
- თუ ნდობა გაწყდა, მას ვერასოდეს დაიბრუნებ.
- ადამიანები გამუდმებით მანდობენ თავიანთ საიდუმლოებებს, ალბათ იციან, რომ არავინ მყავს, რომ მოვუყვე.
- ამბობდე, რომ ბედნიერი ხარ, არ ნიშნავს იმას, რომ ბედნიერი ხარ.
- სიბრალული დაცინვაზე უარესია.
- იცხოვრო - ნიშნავს გაიმარჯვო.
- იმისთვის, რომ მოკლა, არ არის აუცილებელი, იარაღი ატარო.
ჩაუჯექით ყოველდღე, 17:00 - 18:00-სთ-ზე, GDS-ის ეთერში. თქვენ დიდი სიამოვნება გელით! 
იხილეთ ასევე: 7 მოულოდნელი ფაქტი სერიალზე "კრიმინალური აზროვნება"
როგორ უნდა შეაღწიო დამნაშავის გონებაში
იაზროვნე, როგორც დამნაშავემ