თავის კანი გამოჰყოფს ცხიმს, რომ დაიცვას თმა გამოშრობისგან. თუ თქვენი თმა მალ-მალე ცხიმიანდება, ეს უკვე რაღაც დარღვევაზე მიუთითებს.
რა უნდა გააკეთოთ, რომ თმა დიდი ხნით დარჩეს სუფთა?

1. ნუ დაიბანთ თავს ძალიან ხშირად
ტრიქოლოგები დარწმუნებულები არიან: ცხიმიანი თმა საჭიროა დაიბანოთ დაბინძურების მიხედვით და არა ყოველდღე. წყალი უნდა იყოს თბილი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ცხელი.
2. შეარჩიეთ სწორი შამპუნი
შამპუნი უნდა იყოს განკუთვნილი ცხიმიანი თმისთვის.
3. აირიდეთ თავიდან ფენი და თმის უთო
ნუ დაიყენებთ ხშირად თმას "ცხელი მეთოდით". ცოტა ხნით უარი თქვით ფენსა და თმის უთოზე.

4. გაიკეთეთ ნიღბები
აფთიაქში შეიძინეთ ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის და კვირაში ერთხელ გაიკეთეთ.
5. შეარჩიეთ სავარცხელი სწორად
გამოიყენეთ ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული სავარცხელი. იხილეთ სტატია: როგორ შევარჩიოთ სავარცხელი სწორად