"საოცრად შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ თქვენმა პატრიარქმა თავისი ძვირფასი დრო დამითმო" - ექსკლუზიური ინტერვიუ შერონ სტოუნთან - Marao

"საოცრად შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ თქვენმა პატრიარქმა თავისი ძვირფასი დრო დამითმო" - ექსკლუზიური ინტერვიუ შერონ სტოუნთან

2017-04-25 21:09:59+04:00

2011 წლის 5 ივნისს მსოფლიო ვარსკვლავი შერონ სტოუნი თბილისში ფილმის - "აგვისტოს 5 დღე" პრემიერაზე ჩამოვიდა.

7 წლის შემდეგ მის პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუს გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს. შერონ სტოუნს 80-მდე კინოროლი აქვს შესრულებული. ამერიკული გამოცემა People-ის მიხედვით, ის პლანეტის ყველაზე ლამაზ 50 ადამიანს შორის არის...

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- 2011 წელს თქვენ საქართველოს სტუმრობდით. რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

- ძალიან ამაღელვებელი იყო მოგზაურობა საქართველოში. ამ მოგონებებს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს გულში. საოცრად შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ თქვენმა პატრიარქმა ილია II-მ თავისი ძვირფასი დრო დამითმო. მაზიარა საოცარი ჟღერადობის გალობას, რომლის ავტორიც თავად არის და დამათვალიერებინა თავისი ზღაპრული ორანჟერეა. ეს იყო ნეტარების დღე და ძალიან ხშირად ვიხსენებ... გაგრძელება