მოგბეზრდათ გრძელი თმა? შეიცვალეთ ვარცხნილობა უახლესი სტილის "საფეხურებიანი კარეთი"! - Marao

მოგბეზრდათ გრძელი თმა? შეიცვალეთ ვარცხნილობა უახლესი სტილის "საფეხურებიანი კარეთი"!

2017-04-27 14:28:34+04:00

გრადირებული "კარე" - უნივერსალური ვარცხნილობაა საშუალო სიგრძის თმის მფლობელებისთვის. მას მრავალსაფეხურიანი იერი აქვს და შეიძლება იყოს როგორც ოდნავ შესამჩნევი, ასევე მკვეთრად გამოკვეთილი, ყველაფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

ეს ვარცხნილობა ნებისმიერი ტიპის სახეს უხდება. მთავარია, სწორად შეარჩიოთ და დაივარცხნოთ.

გრადირებული "კარე"

ამ ვარცხნილობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

"ბობ-კარე"

градуированное каре

градуированное каре

თუ გადაწყვიტეთ, ურჩი გრძელი თმა შეიჭრათ, "ბობ-კარე" ძალიან მომგებიანი არჩევანია. უამრავი ვარიანტი არსებობს, რაც საშუალებას იძლევა, სახის ტიპის მიხედვით შესაფერისი შეარჩიოთ.

გრადირებული "კარე" მოგრძო კუთხეებით

градуированное каре

градуированное каре

ნიკაპთან წაგრძელებული ვარცხნილობა - ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია. მიუხედავად ექსტრავაგანტურობისა, იგი ელეგანტურად და მოდურად გამოიყურება.

"ფეხიანი კარე"

градуированное каре

градуированное каре

ასეთი ვარცხნილობა გამოკვეთს ქალის ლამაზ კისერს. მოცულობას იგი კეფაზე თმის დამოკლების ხარჯზე იძენს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვარცხნილობა სქელი და სწორი თმის მფლობელებს უხდება.

ბევრი ქალბატონი ფიქრობს, შეიჭრას "ჩოლკა" თუ არა გრადირებულ "კარეზე". თუ ხვეული თმა გაქვთ, უმჯობესია, უარი თქვათ ამ იდეაზე. სწორი თმის მფლობელებს კი თამამად შეუძლიათ ან ასიმეტრიული, ან სწორი "ჩოლკა" შეიჭრან.