როგორ გავმდიდრდეთ? რჩევები ქალებს - Marao

როგორ გავმდიდრდეთ? რჩევები ქალებს

2017-04-28 16:16:35+04:00

თანამედროვე მსოფლიოში გენდერულმა ბალანსმა უკვე მიაღწია იმ ნიშნულს, როდესაც ქალბატონები ისევე ჩართულნი არიან კარიერულ ცხოვრებაში, როგორც მამაკაცები.


 

თუმცა, ფსიქოლოგთა აზრით, წარმატების მისაღწევად ქალებს სხვა შინაგანი ბარიერების გადალახვა უწევთ და დღეს vivus.ge-ს ბლოგი სწორედ ამ ბარიერების შესახებ გიამბობთ.

რა უნდა გააკეთოს ქალმა იმისათვის, რომ სიმდიდრისკენ მიმავალ გზაზე სიარული გაუმარტივდეს?

შეწყვიტოს წუწუნი - უნდა გახსოვდეთ, თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული მხოლოდ თქვენზე. თქვენი ახლანდელი მდგომარეობა თქვენვე უნდა შეცვალოთ, ამიტომ წუწუნის ნაცვლად დრო სამოქმედო გეგმის დასახვასა და მის განხორციელებაზე დახარჯოთ, აჯობებს.

მოიშორეთ ღარიბის ფსიქოლოგია - თუ საკუთარ თავს გამუდმებით ზღუდავთ უფულობის გამო და ხშირად იმეორებთ ფრაზას: „არ მაქვს ფული“, მაშინ თქვენ ღარიბის ფსიქოლოგია გაქვთ. ასეთი ფსიქოლოგიით წინ ვერ წახვალთ. გახსოვდეთ, ფულის ეკონომიაზე ფიქრს მის შოვნაზე ფიქრო სჯობს, რადგან მეორე შემთხვევაში თქვენ უფრო მოგებული რჩებით.

იპოვეთ კარგი სამსახური - თუ საკუთარი სამსახური სიამოვნებას არ განიჭებთ, შეიცვალეთ სამუშაო ადგილი. რთულია წარმატების მიღწევა იქ, სადაც არ გსიამოვნებს ყოფნა.

შეარჩიეთ სწორი გარემოცვა - ეცადეთ, ურთიერთობა გქონდეთ წარმატებულ ადამიანებთან, რათა მათი მიბაძვის სურვილი გაგიჩნდეთ. შესაძლოა, ჯანსაღი კონკურენციაც გაჩნდეს თქვენსა და თქვენს გარშემომყოფებს შორის და ეს კარგი სტიმული იქნება თქვენთვის.

სწორად დაგეგმეთ პირადი ბიუჯეტი - არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ფული გაქვთ, ფულის ხარჯვისას გონიერების გამოჩენა ყოველთვის აუცილებელია.

დაისახეთ კონრეტული მიზანი - ცხოვრებაში დინებას მიყოლა ცუდი გადაწყვეტილება და ცუდი არჩევანია. იქონიეთ გეგმა, რომელიც კარგად გააზრებული და თქვენს შესაძლებლობებზე მაქსიმალურად მორგებული იქნება.

გჯეროდეთ საკუთარი თავის - ეს პუნქტი უმთავრესია, რადგან საკუთარი თავის რწმენის გარეშე არ გექნებათ არც გამბედაობა და არც დამოუკიდებლობის უნარი. უფრო მეტიც, შესაძლოა, დამოუკიდებლობამ შეგაშინოთ კიდეც. მდიდარი ქალი კი,  უბრალოდ, წარმოუდგენელია დამოუკიდებლობის გარეშე.

და სანამ საკუთარ ოცნებებს განახორციელებთ და გამდიდრდებით, შეგახსენებთ, ფინანსური პრობლემის არსებობის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პროცენტიანი სესხები.

მცირე თანხის საჭიროების შემთხვევაში არ არის აუცილებელი სამომხმარებლო სესხის აღება და შეგიძლიათ მიკრო სესხით შემოიფარგლოთ.

მათ შორის საუკეთესო ალტერნატივა კი გახლავთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია Vivusge, რომელიც უკვე მეოთხე წელია, რაც მყარად ინარჩუნებს ლიდერ კრედიტის პოზიციას საქართველოში.

მიმართეთ vivus-ს და samomxmareblosesxi-ს ნაცვლად, მიიღეთ 650 ლარამდე easy credit თქვენთვის ხელსაყრელ პირობებში.

R