ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი, 9-დან 15 მაისის ჩათვლით, ორი ავტორის ფესტივალს - alla KONTRAPUNKT გამართავს,
რომელიც დმიტრი შოსტაკოვიჩისა და გია ყანჩელის შემოქმედებას წარმოგიდგენთ.
ფესტივალის ფარგლებში, 12 მაისს რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი მსოფლიო პრემიერას უმასპინძლებს. გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილ მუსიკას ვიოლინოსა და სიმებისთვის, იტალიელი მევიოლინე ანდრეა კორტესი შეასრულებს.„წერილები მეგობრებს“ - მაესტრო საღამოს მეგობრებს უძღვნის. „თითოეული პიესა ეძღვნება იმ ჩემს უახლოეს მეგობრებს, რომელთა გარეშე ჩემი ცხოვრება და შესაბამისად, ჩემი შემოქმედება იქნებოდა განსხვავებული. 25 მუსიკალური სახე წარმოადგენს მცდელობას იმ მადლიერების გამოხატვისა, რომელიც მე გამაჩნდა და გამაჩნია ყოველი მათგანის მიმართ. მოხარული ვარ, რომ ამ ციკლის პირველი შესრულება შედგება რუსთაველის თეატრის სცენაზე, სადაც რობერტ სტურუასთან ერთად ნახევარი საუკუნე გავატარე. მადლიერი ვარ იტალიელი მევიოლინე ანდრეა კორტესის და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი ჯგუფის ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით", - წერს გია ყანჩელი. იტალიელი მევიოლინე ანდრეა კორტესი თბილისს 12 მაისს გია ყანჩელის კინოსა და თეატრის მუსიკის შესასრულებლად ეწვევა. იგი გახლავთ პროექტების - Millenium Chamber Orchestra, Quartetto Mosaico და Collegium Tiberinum დამფუძნებელი, რომლის ფარგლებშიც ასრულებს მრავალფეროვან რეპერტუარს ბახიდან - თანამედროვე მუსიკამდე. მნიშვნელოვანია მისი უაღრესი ინტერესი თანამედროვე კომპოზიტორთა მიმართ, რომელთა ნაწარმოებების პრემიერებს ხშირად ასრულებს. თანამშრომლობდა და დღემდე თანამშრომლობს ისეთ კომპოზიტორებთან, როგორებიცაა ჯოვანი სოლიმა, ენიო მორიკონე, ლუის ბაკალოვი და გია ყანჩელი. როგორც სოლისტს და კამერული ანსამბლის წევრს, გამართული აქვს კონცერტები იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, აშშ-სა და იაპონიაში.2009 წლიდან მისი თანამშრომლობა პიანისტ მარკო ვენტურისთან - იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო დუეტად არის დასახელებული.ანდრეა მრავალმხრივი მუსიკოსია და თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო შემსრულებელთან. მათ შორისაა სტინგი, რიკარდო მუტი, ელიზაბეთ ვოლფიში და სხვა.პროექტის გენერალური პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი CONCEPTARTმხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, კომპანია "ბადაგონი", იტალიის საელჩო საქართველოშიპროექტის მასპინძელი: სასტუმრო „ამბასადორი თბილისი“ საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია "იმედი", რადიო "ჰოლდინგი ფორტუნა", მედიაჰოლდინგი "პალიტრა", საინფორმაციო ცენტრი 118 08. ფესტივალის ბილეთები და აბონემენტები იყიდება www.biletebi.geფასი: 15, 25, 35, 45, 55, 75, 100 ლარიაბონემენტის შეძენის შემთხვევაში შესაძლებლობა გეძლევათ, დაესწროთ ყველა კონცერტს და დაზოგოთ საერთო თანხის 40%.ფასი: 100, 150, 200, 250 ინფორმაციისათვის დარეკეთ: 2915504/05