ლამინირება და კერატინული გასწორება - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა სილამაზის სალონებში. გოგონები მზად არიან, დიდი თანხა გადაიხადონ იდეალურად სწორი თმის საოცარი ეფექტის მისაღებად. მაგრამ ღირს კი?
ასეთი პროცედურის მოქმედება 3 კვირას არ აღემატება. მაქსიმალურ ეფექტს მხოლოდ მესამე პროცედურის შემდეგ აღწევ. კერატინის გადასვლის შემდეგ თმის სტრუქტურა ირღვევა და შეიძლება თმის ცვენაც გამოიწვიოს: ფოლიკულები ვერ უძლებს ახალი თმის სიმძიმეს.
ამიტომაც გთავაზობთ თმის ლამინირების ნატურალურ რეცეპტს. ეს ნიღაბი სწორი თმის ეფექტს 14 დღემდე შეგინარჩუნებთ.
ნიღაბი თმის ლამინირებისთვის
ინგრედიენტები
100 გრ ქოქოსის რძე
2 ს.კ. ლიმონის წვენი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1,5 ს.კ. კარტოფილის სახამებელი
მომზადება
კარგად შეურიეთ სახამებელი და ლიმონის წვენი.
დაამატეთ ქოქოსის რძე და ზეითუნის ზეთი, კარგად გააცხელეთ ნარევი, მაგრამ დუღილამდე ნუ მიიყვანთ.
როდესაც მასა გასქელდება, წაისვით სუფთა, სველ თმაზე, თანაბრად გადაინაწილეთ მთელ სიგრძეზე, დაიფარეთ პოლიეთილენის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ ნიღაბი 45 წუთით, შემდეგ დაიბანეთ შამპუნით სუფატის შემცველობის გარეშე.
ეფექტს უკვე პირველი გამოყენებისთანავე იგრძნობთ. თმა ბზინვარე და დამყოლი გახდება.