ვისაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავს, ყველამ კარგად იცის, თუ რამდენად ცნობისმოყვარე არსებები არიან ისინი.
ჩვენი ოთხფეხა მეგობრები სახლში ან ეზოში ყოფნისას დიდი ინტერესით ცდილობენ, გასცდნენ საზღვრებს, რის გამოც მზად არიან, ეზოს ღობე ან კარიც კი დააზიანონ. ზოგჯერ მზრუნველი პატრონი შინაური ბინადრის ცნობისმოყვარეობას სხვადასხვა საშუალებით აკმაყოფილებს. ამის მაგალითია ღობეზე ამოჭრილი ადგილი, საიდანაც შეიძლება, ცხოველმა ინტერესი დაიკმაყოფილოს და გარემოს გახედოს. ასევე, სპეციალურად შინაური ცხოველისთვის კარზე გაკეთებული პატარა კარი. ჩვენ შევკრიბეთ "ჭორიკანა" ცხოველების სახალისო ფოტოები, რომლებიც განწყობას გაგიუმჯობესებთ.იხილეთ ფოტოგალერეა