ცნობილი მსახიობის, ჯონი დეპის ასევე ცნობილ ცოლს, ვანესა პარადის ყელში ამოუვიდა ქმრის მექალთანეობა...
უკვე 13 წელია პარადი და დეპი ერთად ცხოვრობენ და ამ ხნის განმავლობაში ისინი ასჯერ მაინც დააშორეს და ისევ შეჰყარეს ერთმანეთს: ჭორის მიხედვით კი მიზეზი ყოველთვის ერთი იყო -ღალატი. ამჯერად კი, როგორც ჩანს, ცოლ-ქმარს შორის მართლაც სერიოზული პრობლემაა: ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ვანესა პარადიმ ქმარი სახლიდან გააგდო.
ამის მიზეზი "კარიბის ზღვის მეკობრეების" ვარსკვლავის მრავალრიცხოვანი თავგადასავალი აღმოჩნდა.
ამობებენ, რომ 48 წლის დეპს მობეზრდა სამაგალითო მეოჯახის რეპუტაცია და ბოლო პერიოდი მთელ თავისუფალ დროს კლუბებში ქალებისა და სასმელის გარემოცვაში ატარებს. წარმატებამ და კოლოსალურმა ჰონორარებმა მსახიობს ბოჰემური ცხოვრება შეაყვარა. ამ დროს კი ვანესა პარადი მთელ დროს ოჯახსა და შვილებს უთმობს.
იმის მტკიცებულებად, რომ დეპისა და პარადის ოჯახში ბზარი გაჩნდა, პაპარაცების მიერ გადაღებული ერთ-ერთი ფოტოც მოწმობს, სადაც ჯონი დეპის ცხოვრების მეგზური საშინლად მოუვლელია და ვარსკვლავურად ნამდვილად არ გამოიყურება.