ყველა პროდუქტს აქვს შენახვის ვადა. მაინც რა ვადით უნდა შევინახოთ ისინი მაცივარში?
1. ხორცი

მაცივარში ხორცი 5 დღეს გაძლებს, საყინულეში -12 თვემდე. ფარში მაცივარში 2 დღე შეინარჩუნებს ხარისხს. საყინულეში -ოთხ თვემდე.
ქათმის ფილეს მაცივარში 2 დღე შეინახავთ, საყინულეში -ერთ წლამდე. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მაცივრის საყინულეს უსიამოვნო სუნი აქვს და ფილე საკვებისთვის განკუთვნილ სახვევში უნდა შეფუთოთ.{{ArticleSplitCont}}
2. თევზი და ზღვის პროდუქტები

ორაგულის სტეიკს მაცივარში 2 დღე შეინახავთ. იგი უმჯობესია, ყიდვისთანავე მოამზადოთ. შებოლილი თევზი მაცივარში 2 კვირას გაძლებს, საყინულეში -5 კვირა. ვირთევზა მაქსიმუმ 10 თვე გაძლებს საყინულეში.
ომარი, კრაბი, მოლუსკები გაცივებული 2 დღე გაძლებს, საყინულეში -სამ თვემდე. ხამანწკები და კრევეტები 5 დღე შეინარჩუნებს იერს, გაყინული -სამ თვემდე.{{ArticleSplitCont}}
3. ყველი

რბილი და კლასიკური ყველი, ისეთი, როგორიც მოცარელაა 2 კვირა გაძლებს შეფუთული, პარმეზანი -თითქმის წელი. იმისათვის, რომ ყველა დიდხანს შეინარჩუნოს საკვები იერი შეინახეთ მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში. {{ArticleSplitCont}}
4. ხილი

მყარი ხილი ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს კვებით ღირებულებას. ვაშლი და ციტრუსები მაცივარში 2 კვირიდან ერთ თვემდე ინახება. ნესვი და საზამთრო მხოლოდ 1 კვირა შეგიძლიათ გააჩეროთ მაცივარში. კენკრა და ალუბალი -3 დღე.
რა თქმა უნდა, ხილის გაყინვა შეგიძლიათ, მაგრამ მათ მხოლოდ გამოსაცხობად გამოიყენებთ, ან კომპოტში, უმი სახით ვეღარ შეჭამთ.{{ArticleSplitCont}}
5. ფქვილი და შაქრი

მათაც აქვთ შენახვის ვადა. ფქვილი 6-8 თვე ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ყავისფერი შაქარი -4 თვე, სანამ სასიამოვნო არომატს არ დაკარგავს. შაქრის პუდრი -18 თვე გაგიძლებთ. თეთრი რაფინირებული შაქარი -ორ წლამდე.
სოდა და სახამებელი მხოლოდ 18 თვეს ძლებს. სასურველია, ისინი მშრალ ადგილას, მჭიდროს შეფუთული შეინახოთ.{{ArticleSplitCont}}
6. ფხვიერი სანელებლები

სანელებლები არ ფუჭდება, ისინი არომატს და სასარგებლო თვისებებს კარგავენ. მჭიდროდ თავდახურულები მაქსიმუმ 2-3 წელი ძლებენ.