დახეული კოლჰოტების გამოყენების უჩვეულო მეთოდები! - Marao

დახეული კოლჰოტების გამოყენების უჩვეულო მეთოდები!

2019-11-09 10:49:40+04:00

რამდენი კაპრონის კოლჰოტი გადაყრილა სანაგვეში! არადა, კარგმა დიასახლისებმა იციან, რომ გაფუჭებული აქსესუარების სხვა დანიშნულებისამებრ გამოყენება შესაძლებელია. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, თუ როგორ გამოიყენოთ კოლჰოტები ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ძველი კოლჰოტების გამოყენება

საშუალება ჩრჩილის წინააღმდეგ

старые колготки

კაპრონის კოლჰოტებისგან შეგიძლიათ ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალება დაამზადოთ: შეკერეთ პატარა ტომსიკა კაპრონისგან, აავსეთ გამხმარი ლავანდით. შეინახეთ კარადაში და ჩრჩილი ტანსაცმელს არ დააზიანებს!

პოლიროლი

что сделать из старых колготок

ასე შეგიძლიათ გააპრიალოთ ახალივით ნებისმიერი ზედაპირი.

მტვერსასრუტის თავი

что сделать из колготок

დაკარგულ პატარა ნივთს მოგაძებნინებთ ეს მარტივი ხრიკი. კაპრონისგან მოამზადეთ უმარტივესი ფილტრი და ჩამოაცვით მტვერსასრუტის მილს. ამგვარად იოლად იპოვით საყურეს ან სხვა დაკარგულ ნივთს.

არომატული საშე

старые колготки

აავსეთ კაპრონის ტომსიკა სხვადასხვა გამხმარი მცენარითა და ყვავილით და მიიღებთ საშეს, რომლის მოთავსება გარდერობში ან მანქანაში შეიძლება.

ცოცხის შალითა

капроновые колготки

ცოცხმა დიდხანს რომ გაგიძლოთ, შეუკერეთ მას ასეთი "სამოსი".

სახვევი პომიდვრისთვის

старые колготки

მებაღეები დიდი ხანია იყენებენ კოლჰოტებს ამგვარად. მისგან მყარ ელასტიკურ თოკებს წნავენ, რომლითაც მცენარეებს ახვევენ.

შალითა ფუნჯისთვის

старые колготки

შესანიშნავი საშუალებაა ფუნჯის შესანახად. ამგვარად ფუნჯი არ ჭუჭყიანდება და არ ფუჭდება.

ყვავილის ქოთნის საფენი

капроновые колготки

გამოიყენეთ კაპრონი ყვავილის ქოთნის საფენად და არცერთი წვეთი არ დაეცემა თქვენს ფანჯრის რაფას.