პიტნა, კეფირი, დარიჩინი, ბაზილიკი - სილამაზის მარტივი რეცეპტები, რომლებსაც თავად მოამზადებთ - Marao

პიტნა, კეფირი, დარიჩინი, ბაზილიკი - სილამაზის მარტივი რეცეპტები, რომლებსაც თავად მოამზადებთ

2017-05-25 11:03:32+04:00

1. პიტნა ძალიან ეფექტურია შესიებული თვალის უპეების სამკურნალოდ.
კონა პიტნას და 3 ს/კ მელისას ფოთლებს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთის განმავლობაში.

მიღებული ფაფისებური მასა გააგრილეთ, შეახვიეთ დოლბანდის რამდენიმე ფენაში და დაიდეთ კომპრესი თვალებზე 15 წუთით.

პიტნის დამამშვიდებელი თავისებურებების გამო მას ხელის მოვლისთვისაც გამოიყენებენ.

აიღეთ კონა პიტნა, თითო ჩ/კ მელისა და სალბი, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი. როდესაც ნაყენი მზად იქნება, დაუმატეთ 1 ჭიქა კეფირი. ჩაყავით ხელები ცხელ აბაზანაში, გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ ხელები წყალში გაივლეთ და წაისვით მკვებავი.

კანის სიმშრალესთან ბრძოლისათვის ეს აბაზანა კვირაში სამჯერ გაიკეთეთ.

შედეგით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით.{{ArticleSplitCont}}

2. ბაზილიკის ეთერზეთი (მწვანე რეჰანი)

ამაღლებს კატალაზის - თავისუფალი რადიკალებისგან კანის დამცავი ფერმენტის აქტივობას. სწორედ თავისუფალი რადიკალების გამო ჩნდება კანზე დაბერების ნაადრევი ნიშნები: კანი კარგავს ელასტიკურობას, ჩნდება ნაოჭები, უარესდება კანის ფერი. ბაზილიკის ექსტრაქტის შემცველი კრემები დაგეხმარებათ, გაუხანგრძლივოთ კანს ახალგაზრდობა!

ბაზილიკის ზეთი ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებას და აჩერებს გამონაყარის გაჩენას. ის ასევე ეფექტურია ხალების წინააღმდეგ.{{ArticleSplitCont}}

3. დარიჩინის გამოყენება შეიძლება თმის გასაღიავებლად.

კერამიკულ ჭურჭელში ერთმანეთში აურიეთ 1 ჭიქა თმის კონდიციონერი, 3 ს/კ დაფქული დარიჩინი და 1/3 ჭიქა თაფლი. დაიბანეთ თავი შამპუნით, შეიშრეთ პირსახოცით და სავარცხლის მეშვეობით გადაინაწილეთ დარიჩინის მასა თმის მთელ სიგრძეზე.

თმის ძირებში ნუ შეიზელთ, რადგან ამან შეიძლება თავის კანი გაგიღიზიანოთ. დაიხურეთ თავზე პოლიეთილენის ქუდი (30 წთ), შემდეგ შეიფუთეთ თავი პირსახოცით და ორი საათი ასე დაჰყავით. მართალია, ეს სწრაფი პროცედურა არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, ორი ტონით აღიავებს თმას. ვფიქრობ, წვალებად ღირს!