სადილი გზაში: რა გავიყოლოთ თან - Marao

სადილი გზაში: რა გავიყოლოთ თან

2018-08-19 11:26:17+04:00

რამდენიმე რჩევა მათ, ვისაც ზაფხულობით პიკნიკების მოწყობა უყვარს.
რა უნდა იყოს სამგზავრო მენიუში, რომ მიიღოთ ჯანსაღი და არა მავნე საკვები.

ნუ წაიღებთ მძიმე და ბევრ პროდუქტს. თქვენ მოგზაურობითა და ექსკურსიით ვერ დატკბებით, მუდამ იმაზე იდარდებთ, რომ ჩანთიდან არაფერი გადმოვარდეს, არაფერი დაგესვაროთ.

საკვები არ უნდა იყოს მალფუჭებადი. საგზალი არ უნდა დადოთ მზეზე. თანაც, ყველაფერი უნდა იყოს ადვილად მოსამზადებელი, რაც არ ითხოვს წინასწარ დაჭრას, მომზადებას.

უარი თქვით მკვეთრსუნიან საკვებზე. 2 საათის შემდეგ ის ყველა მგზავრს გააღიზიანებს.

ბოსტნეული საუკეთესო საგზალია საკვებისთვისაც და წახემსებისთვისაც. წაიღეთ დაჭრილი, რათა გზაში აღარ გაწვალდეთ. ჰერმეტულ კონტეინერში შეგიძლიათ დაჭრილი ბოსტნეული მოათავსოთ, უკვე ადგილზე შეაზაოთ სოუსით.

Фотография:  в стиле , Обзоры – фото на InMyRoom.ru

გზაში საუკეთესო საკვებია ბუტერბროდი -ყველით, ლორით. კარგი იდეაა ბუტერბროდები ლავაშით, რომელშიც შეგიძლიათ ბოსტნეულიც გადაახვიოთ. ის დიდი ხნით დაგანაყრებთ და თან მოსახერხებელი საკვებია.

თუ პიკნიკზე ხორცი უნდა შეწვათ, დამარინადებული ან სანელებლებით შეზავებული ხორცი კილიტაში ("ფოლგა") შეახვიეთ და ისევე წაიღეთ.

წასახემსებლად გამოიყენეთ სასარგებლო და გემრიელი სნეკი: თხილი, ჩირი, ზეფირი, მარმელადი... შოკოლადი მალე დნება.

საკვების გარდა პიკნიკისთვის უნდა წაიღოთ წყალი, კომპოტი, ლიმონათი და ა.შ. ჭიქა, კოვზი, ფიალა და დანა. გარდა ამისა, ხელსახოცი, ერთჯერადი ჭურჭელი, პარკი ნაგვისთვის.

ბედნიერ მგზავრობას და კარგად დანაყრებას გისურვებთ, გაუზიარეთ სტატია პიკნიკების მოყვარულ მეგობრებს.