Top 10 ფილმი მოდაზე - Marao

Top 10 ფილმი მოდაზე

2017-05-30 14:49:24+04:00

,,ლაგერფელდის საიდუმლოებანი" Lagerfeld. Confidential

დოკუმენტური. როდოლფ მარკონი. 2007 წელი.

Lagerfeld. Confidential-ის სურათის შედეგი

ფილმის პრემიერა 2007 წელს ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართა.

დიზაინერის ცხოვრების 150 საათი საათნახევრიან დოკუმენტურ სურათშია ჩატეული. თავად დიზაინერი აღნიშნავს, რომ ფილმი გადაღებულია ლამაზად. ის ასახავს ადამიანის ცხოვრებას და საქმიანობას იმ დროს, როდესაც რეალობაში უსაქმურს ვგავარო.

• "მხიარული სახე" Funny Face

Funny Face მოვიე-ის სურათის შედეგი

მხატვრული, 1957 წელი. რეჟისორი სტენლი დონენი. მთავარ როლებში: ფრედ ასტერი, ოდრი ჰეპბერნი.

ეს მუსიკალური სურათი ერთ-ერთი პირველი ფილმია მოდის შესახებ. ფილმის მოქმედება მოდის ერთ-ერთი ჟურნალის რედაქციაში ვითარდება. სურათში გამოკვეთილია საუცხოო კოსტიუმები და სახეები. კოსტიუმების მხატვარი ცნობილი დიზაინერი ჰუბერ დე ჟივანში გახლდათ.

• "ვალენტინო: უკანასკნელი იმპერატორი" Valentino: The Last Emperor

Valentino: The Last Emperor-ის სურათის შედეგი

დოკუმენტური. რეჟისორი მეტ ტირნაური, 2008 წელი.

ამ ფილმის გადაღება ორი წლის მანძილზე, 2005 წლის ივნისიდან 2007 წლის ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. გადაღებული იყო 250-საათიანი ვიდეომასალა.

• ,,ეშმაკი ატარებს პრადას" The Devil Wears Prada

The Devil Wears Prada-ის სურათის შედეგი

მხატვრული. რეჟისორი დევიდ ფრანკელი. 2006 წელი.

დღესდღეობით მოდაზე ეს ყველაზე ძვირი და ცნობილი ფილმია.

• ,,სექტემბრის გამოშვება". The September Issue

The September Issue-ის სურათის შედეგი

დოკუმენტური. რეჟისორი რ. ჯ. კატლერი.

ჟურნალ Vogue-ის 2007 წლის სექტემბრის ნომერი ყველაზე სქელი და ყველაზი ძვირად შეფასებული იყო ჟურნალის ისტორიში. ფილმში რედაქტორი გვაცნობს, როგორ იქმნება მისი თითოეული ფურცელი.

• "მაღალი მოდა"  Pret-a-Porter

Pret-a-Porter-ის სურათის შედეგი

მხატვრული. რეჟისორი რობერტ ოლტმანი. 1994 წელი. მთავარ როლებში: ჯულია რობერტსი, მარჩელო მასტროიანი, სოფი ლორენი.

ფილმის სახელწოდება ითარგმნება, როგორც "მზა კაბა", თუმცა დღეს სხვადასხვა მნიშვნელობითაა ცნობილი.

1995 წელს ფილმი "ოქროს გლობუსზე"ორჯერ იყო წარდგენილი.

• "კოკო შანელი" Coco avant Chanel

Coco avant Chanel-ის სურათის შედეგი

მხატვრული. რეჟისორი ანნ ფონტენი. 2009 წელი. მთავარ როლებში: ოდრი ტოტუ, ალესანდრო ნივოლა.

ლეგენდარული მოდელიერის კოსტიუმირებული ბიოგრაფია. ფილმი ეხება პერიოდს, როცა მოდელიერი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, როგორც მოდის კანონმდებელი.

• "ივ სენ ლორანი: მისი დრო და ცხოვრება, ავენიუ მარკო 5, 75,116, პარიზი"

(Yves Saint Laurent: His Life and Times, 5 avenue Marceau 75116 Paris)

Yves Saint Laurent: His Life and Times, 5 avenue Marceau 75116 Paris-ის სურათის შედეგი

პირველი ფილმი - "დრო და ცხოვრება" გადაღებულია ივ სენ ლორანის ახლობლების, ნათესავებისა და მეგობრების მონათხრობის მიხედვით და ზოგადბიოგრაფიული ხასიათისაა.

მეორე სურათი კი ივ სენ ლორანის მოდის იმპერიაზეა.

• "მარკ ჯაკობსი და ლუი ვიტონი" Marc Jacobs & Louis Vuitton

დოკუმენტური, რეჟისორი ლოიკ პრიჯანი. 2007 წელი.

ფილმში მოდის ინდუსტრიაზე ირონიული შეხედულებებია გამოხატული.

• "ანი ლეიბოვიცი: ობიექტივში დანახული ცხოვრება" Annie Leibovitz: Life Through a Lens

Annie Leibovitz: Life Through a Lens-ის სურათის შედეგი

დოკუმენტური. რეჟისორი ბარბარა ლეიბოვიცი. 2006 წელი.

ფილმი ეხება ცნობილ ფოტოგრაფ ქალს, რომლის მიერ გადაღებული ფოტოები უკვე 30 წელია ამშვენებს მოდური ჟურნალების გარეკანებს.

ფილმში ჩართულია რამდენიმე ინტერვიუ ცნობილ სახეებთან, ვისთანაც კი ჰქონდა შეხება ფოტოგრაფს. მათი რიცხვი იმდენად დიდია, რომ ფილმში მხოლოდ მცირეოდენის ჩართვა მოხერხდა.