ტოპ 15 საუკეთესო წყვილი თურქული სერიალებიდან - Marao

ტოპ 15 საუკეთესო წყვილი თურქული სერიალებიდან

2017-05-30 15:23:18+04:00
ის, რაც თურქულ სერიალებში მაყურებელს ყველაზე მეტად მოსწონს, პოპულარული წყვილები და მათი სასიყვარულო ისტორიებია.
ამიტომ ჩვენ მოვამზადეთ თურქული სერიალების პოპულარული წყვილების სია, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარს მაყურებელს.


15. ფერიდე და ქამრანი

Rating

"ნარჩიტა" დაფუძნებულია რომანზე, რომლის მთავარმა პერსონაჟმა, ფერიდემ დედა ბავშვობაში დაკარგა. ის იზრდებოდა ბიძის სახლში, თავის ბიძაშვილ ქამრანთან ერთად. მან მიიღო განათლება, გახდა მასწავლებელი და შეუყვარდა ბიძაშვილი. ისინი ერთად ძალიან ბედნიერები იყვნენ, სანამ ფერიდეს გაუჩნდა ეჭვები, რომ ქამრანის ცხოვრებაში სხვა ქალი იყო... ფერიდემ დატოვა ბიძის სახლი და წავიდა ანტალიაში სამუშაოდ...

14. მენექშე და ალი

Rating
ახალგაზრდა წყვილი გაიქცა თავიანთი ოჯახებიდან და წარსულიდან. გაქცევა გახდა ლეგენდარული სიყვარულის დასაბამი მენექშესა და ალის შორის. ეს იყო პირველი თურქული დრამა, რომელმაც მოიპოვა საყოველთაო აღიარება, განსაკუთრებით, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. ეს იყო კივაჩის პირველი როლი, რომლითაც მან თავი შეაყვარა მთელ აღმოსავლეთს.

13. ბაჰარი და სეიმენი

Rating
სიყვარულის ისტორია გავლენიან სოფლის მცხოვრებ სეიმენსა და ბაჰარს, ძალიან თანამედროვე ქალაქელ ქალს შორის. კულტურული განსხვავება გადაიზარდა კონტრასტში. სერიალი ტელეეკრანებზე 2003-04 წლებში გადიოდა, მაგრამ ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს ეს დიდებული სიყვარულის ისტორია...

12. მირა და იამენი

Rating
მათი ისტორია რეალურად დაფუძნებულია ცნობილ ამერიკულ სერიალზე, გარკვეული სიუჟეტური ცვლილებებით. ჩაგათაი ულუსოისა და სერენაი სარიკაიას წილად ხვდათ რაიან იამანისა და მარისა მირას როლები.

11. სილა და ბორანი

Rating
"სილია" არის შუა აღმოსავლეთის დრამა აღმოსავლურ ტრადიციებზე. სილა უნდა დაქორწინებულიყო კლანის ლიდერ ბორანზე, იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ძმის სიცოცხლე. როგორღაც, სილამ დაგეგმა, გაქცეულიყო ბორანისგან, მაგრამ მას ნელ-ნელა შეუყვარდა ბორანი... წაიკითხეთ სრულად