ალბათ, თითოეულ დიასახლისს დამართნია უსიამოვნო სიტუაცია, როდესაც თეთრი ნივთები გარეცხვის შემდეგ ფერს იცვლის. ყველაფერი კი იმის გამო, რომ სხვა ფერის ნივთებთან ირეცხებოდა.
არსებობს უამრავი საშუალება, როგორ შევუნარჩუნოთ თეთრეულს სიქათქათე, მაგრამ ცოტაა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ შევუნარჩუნოთ ფერი.
გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომლების გამოყენების შემდეგ ტანსაცმლის ფერის შენარჩუნება გაგიადვილდებათ.
შავი პილპილი
დაამატეთ 1 ჩ.კ. შავი დაფქული პილპილი სარეცხის ფხვნილს ან გელს. ჩაყარეთ სავლების განყოფილებაში და არა ძირითად სარეცხ საშუალებებთან. პილპილი დაგეხმარებათ ტანსაცმელზე სარეცხი საშუალებების კვალის მოშორებაში.
მარილი
დაამატეთ რამდენიმე ჩ.კ. მარილი სარეცხში და მიიღებთ არაჩვეულებრივ შედეგს! მარილი ეწინააღმდეგება საპნის ბოჭკოებზე მიკრობას, რაც ტანსაცმელს ქათქათას ხდის. ასევე, შეუნარჩუნებს ფერს ახალ ტანსაცმელს. ამისათვის, გახსენით მარილი ცივ წყალში, შემდეგ ჩაალბეთ ტანსაცმელი 1,5 საათით.
ძმარი
ძმარი - მძლავრი საშუალებაა, რომელიც ფერის მაქსიმალურად შენარჩუნების 100%-იან გარანტიას იძლევა. ის აცილებს საპნის ნარჩენებს და მუშაობს, როგორც ქსოვილის ბუნებრივი დამარბილებელი. დაუმატეთ 1 ჭიქა თეთრი ძმარი რეცხვისას, სუნი კი ტანსაცმლის გაშრობისას გაქრება.
ლიმონი
თუ ძმრის სუნის მაინც გეშინიათ, შესანიშნავად გამოგადგებათ ლიმონის წვენი. ის არა მხოლოდ შეუნარჩუნებს ტანსაცმელს ფერს, არამედ სასიამოვნო არომატსაც შესძენს.
ყავა
ვერასოდეს ვიფიქრებდი, ყავა რეცხვაში რომ დამეხმარებოდა! ეს საშუალება მხოლოდ შავ ტანსაცმელზე შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ამისათვის მოადუღეთ 2 ჭიქა ყავა ან მაგარი ჩაი და ჩაასხით პირდაპირ სარეცხის დოლურაში. შედეგი უბრალოდ არაჩვეულებრივია!
ასევე, შეღებილ ტანსაცმელს გადაარჩენს ლიმონმჟავა, კარტოფილის სახამებელი და გახეხილი საპონი.
შეურიეთ თითო კოვზი ყველა ინგრედიენტი, დაამატეთ 1 ჩ.კ. მარილი და ცოტაოდენი წყალი, ფაფისებრი მასა რომ მიიღოთ. წაუსვით მიღებული საშუალება უშუალოდ ლაქას და დატოვეთ 12 საათით. შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.