„ ყოველი ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს“ - ნუ გეშინიათ ასაკის! - Marao

„ ყოველი ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს“ - ნუ გეშინიათ ასაკის!

2017-06-07 14:48:00+04:00

წლების მომატება სულაც არ ნიშნავს დაბერებას! როგორც კი ამას გავიაზრებთ, გაგვიადვილდება ჩვენს ასაკთან „შეგუება“

სახელგანთქმული კოკო შანელი ამბობდა: „ ყოველი ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს“. ასე რომ, არ ღირს ყოველ დაბადების დღეზე დარდი წლების მომატებასთან დაკავშირებით და დროა, სარკეში სინანულის გარეშე ჩახედვა ვისწავლოთ.

ყოველ წელს ადამიანებს ასაკი ემატებათ - ეს აშკარაა, მაგრამ ამას ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს - როგორც საკუთარს, ისე სხვების ასაკს. მახსოვს, ბავშვობაში უფროსკლასელები ძალიან დიდებად მეჩვენებოდნენ, ხოლო 20 წლის ადამიანები - საერთოდ დეიდებად და ბიძიებად. ამიტომ ვფიქრობ, რომ 80 წლის ასაკში ალბათ მოვუყვები შვილიშვილებს - როგორ კარგად გამოვიყურებოდი 60 წლისა.

მაგრამ ყოველი ქალის ცხოვრებაში დგება კრიტიკული პერიოდი, როდესაც დროის „დაუნდობელი“ დინება მისთვის საკმაოდ მწვავედ აღიქმება. როგორ მოვიქცეთ?

25-27 წელი: პირველი შიშები

პირველი ნაოჭის გაჩენა და ერთი-ორი ჭაღარა არცთუ იშვიათად დეპრესიაში აგდებს ქალს და ისიც მაშინვე ეფლობა კოსმეტიკური საშუალებებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის ძიებაში; ყიდულობს კრემებს, რომლებიც ვითომდა შეაჩერებს „დროის სვლას“. ზოგიც პლასტიკურ ქირურგთან გარბის!

1. ნუ ჩავარდებით პანიკაში! ნეგატიური ემოციები ცუდად აისახება გარეგნობაზე! როდესაც რაღაც გაწუხებთ და მუდამ მოღუშული სახე გაქვთ, მიმიკური ნაოჭების წარმოქმნის ალბათობა ერთიორად იზრდება. ძლიერი განცდების შედეგად ირღვევა ძილი, რაც თავის მხრივ, თვალების ირგვლივ შეშუპებას იწვევს. ბევრი ქალი ნერვიულობის ფონზე ჭამას იწყებს და ამით სხეულს „აფუჭებს“. ღირს კი?

2. გახსოვდეთ: ჭარბი წონა, სახის არაჯანსაღი ფერი და მოწყენილი მიმიკა მატებს ასაკს. ასე რომ, ნუ გადაიღლით თავს სულელური აზრებით - სიბერე ჯერ ძალიან შორსაა! ჰოო, კიდევ ერთი - დაანებეთ თავი თვითშემოქმედებას. ნუ შეეცდებით დამოუკიდებლად, ყურმოკრული მეთოდებით ახალგაზრდობის გახანგრძლივებას. მიმართეთ სპეციალისტებს, გოგონებო, ისინი მოგცემენ ზუსტ რჩევებს - როგორ მოუაროთ თავს თქვენს ასაკში.

reclama

3. თვალი ადევნეთ მოდის ტენდენციებს, კინო და მუსიკალურ სიახლეებს. იარეთ კლუბებში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, გამოფენებზე. თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან ამოვარდნა გოგონას, თუნდაც ლამაზს, ასაკოვან „დეიდად“ აქცევს.

Одеться, чтобы не растаять: 8 правил комфортной офисной одежды для лета

35 წლის შემდეგ: ცვლილებები სახეზეა

რაც უფრო უახლოვდება ქალი 40 წლის ასაკს, გარდა თვალსაჩინო ცვლილებებისა გარეგნობის მხრივ, ასევე უმძაფრდება ემოციური ფონი, რაც გამოწვეულია მამაკაცების მხრიდან მიმქრალი ყურადღების გამო. იწყება სინანული, ქალს უჩნდება კომპლექსი, რომ აღარ არის სასურველი, თავს „ბებერს“ უწოდებს...

ასაკთან საბრძოლველად ზოგი ქალი უკიდურეს ზომებსაც კი იღებს, რასაც მისთვის სარგებელზე მეტად ზიანი მოაქვს. მაგალითად, საკუთარი თვალით მინახავს მოწიფული ქალები ასაკის შეუსაბამოდ ჩაცმულნი ( მოკლე ქვედაბოლო, ღრმა დეკოლტე, მკვეთრი მაკიაჟი), რამაც, არ დაგიმალავთ და, სიბრალულის გრძნობა გამიჩინა. ბევრისთვის, ალბათ, ამგვარად გამოწყობილი ქალები სიცილის ობიექტადაც გადაიქცევიან.

1. გსურთ საკუთარ თავს შიშის და სკეპსისის გარეშე შეხედოთ? პირველ რიგში, დაამარცხეთ სიზარმაცე! დადგა ის დრო, როდესაც საკმაოდ ბევრი დრო უნდა დაუთმოთ საკუთარ გარეგნობას. თან ყოველდღიურად და ყველა მიმართულებით - მაკიაჟი, ვარცხნილობა, ფიზიკური ფორმა.

2. შეეცადეთ გარდერობიდან ამოიღოთ უხარისხოდ შეკერილი, მოსაწყენი ფერების უფორმო ტანსაცმელი. შეიძინეთ თითო, მაგრამ ხარისხიანი სამოსი, ვიდრე კარადაში უამრავი იაფფასიანი და უხარისხო ნივთებისგან ტევა აღარ იყოს. და აქ საუბარი მოდაზე კი არა, არამედ აღქმაზეა. გემოვნებით და კარგად ჩაცმული ქალი საკუთარ თავში დარწმუნებულია და იპყრობს გარშემომყოფთა მზერას, მათ შორის, მამაკაცებისაც.

3. გჯეროდეთ: ყველა ასაკს თავისი პლუსები აქვს. მაგალითად, ქალის სექსუალურობა „ იღვიძებს“ 35 წლის ასაკიდან. მამაკაცებმა იციან ამის შესახებ, სწორედ ამიტომ ირჩევენ გამოცდილ და მგზნებარე პარტნიორებს.

4. სწორედ ასაკის მატებასთან ერთად იწყებენ ქალები ურთიერთობების დაფასებას თავად ურთიერთობების გამო. ისინი აღარ მოითხოვენ ქმრებისგან მუდმივ ყურადღებას და აღტაცებას და ამით საშუალებას აძლევენ მამაკაცებს, თავი უფრო დამოუკიდებლად და თავისუფლად აგრძნობინონ. ამგვარი „მოწიფული" მიდგომა მამაკაცებს უფრო მოსწონთ, ვიდრე ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი არასტაბილურობა და ინფანტილურობა.

გახსოვდეთ მთავარი: ასაკის გამო ოხვრა - უსარგებლო და მავნებელიც კია, ეს ხომ ძალაუნებურად უბედურად გაგრძნობინებთ თავს. ისწავლეთ საკუთარ თავთან ჰარმონიულად ცხოვრება და ასაკიც აღარ შეგაშინებთ. გარშემომყოფები ისე დაიწყებენ თქვენ აღქმას, როგორც ამას თავად მოისურვებთ!

reclama

40 წლის შემდეგ ცხოვრება მხოლოდ იწყება...

• სტატისტიკის მიხედვით, ევროპის ქვეყნებში ყოველ მესამე ბავშვს ქალები 38-იდან 42 წლამდე აჩენენ.

• ევროპელ გამოკითხულთა 32% გამოტყდა, რომ სწორედ 39-იდან 45 წლამდე განიცადეს ნამდვილი სიყვარული, რომლის მსგავსიც ცხოვრებაში არ განუცდიათ. 19% აქედან ქორწინებით დასრულდა.

• ამბობენ, რომ 40 წლიდან ინტიმური სურვილები შესაძლებლობებს ემთხვევა.

• უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ძალიან შეიცვალა 40 წლის ადამიანის სახე: დღეს ამ ასაკის ქალები და მამაკაცები ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე მათი ასაკის ადამიანები 30 წლის წინ.