დასასვენებლად წასვლას გეგმავთ? თუ ხანგრძლივი მგზავრობა გელით თვითმფრინავით, ავტომანქანით ან გემით, იზრუნეთ წინასწარ, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იმგზავროთ...
ადამიანებს, რომლებიც ვერ იტანენ მგზავრობას, აღენიშნებათ თავის ტკივილი, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ცივი ოფლი.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ არასასიამოვნო შეგრძნებები და გზაში დრო მხიარულად და უზრუნველად გაატაროთ, შეიძინეთ აფთიაქებში სპეციალური ჰომეოპათიური პრეპარატები. ისინი აბსოლუტურად უსაფრთხოა და ძვირიც არ ღირს.
გამგზავრების წინ ნუ მიიღებთ მძიმე და ცხიმიან საკვებს. გასვლამდე 1,5-2 საათით ადრე მსუბუქად წაიხემსეთ. შეეცადეთ, ტრანსპორტში ყველაზე უსაფრთხო ადგილები დაიკავოთ. ავტობუსში - წინა რიგში დაბრძანდით, გემზე კი შეარჩიეთ ადგილი გემის კიჩოზე ან ზედა გემბანზე. შეეცადეთ, მოთავსდეთ მოძრაობის მიმართულებით და გზაში ნუ წაიკითხავთ. თუ იცით, რომ ზღვის ავადმყოფობა გაქვთ, თან ლიმონი, მომჟავო გემოს მქონე შაქარყინული ან ჯინჯერის (კოჭა) ნაჭერი წაიღეთ. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები უსიამოვნო სიმპტომების მოხსნაში დაგეხმარებათ. თუ გულისრევის შეგრძნება ტრანსპორტის მოსახვევში შესვლის დროს გაგიძლიერდებათ, გადახარეთ სხეული სწორედ ამ მოსახვევების მხარეს.
ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ჰაერი თვითმფრინავში ყოფნის დროს განსხვავდება მიწის ჰაერისგან. ის თვითმფრინავში უფრო მშრალი, ცივი და განმუხტულია (ანუ ნაკლებ ჟანგბადს შეიცავს). ეს ნებისმიერ შემთხვევაში აისახება ადამიანის განწყობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ხანგრძლივი ფრენის დროს განსაკუთრებით კანი ზარალდება. ამიტომ მიიღეთ ბევრი სითხე, გამოიყენეთ თერმული წყალი კანის დასატენიანებლად ან დაიდეთ სახეზე უფერო გელის ნიღაბი (გაიჩერეთ 20 წთ, შემდეგ ნიღბის ნარჩენები სველი ხელსახოცით მოიშორეთ).
ხანგრძლივი ჯდომის შედეგად ხშირად ადამიანებს ფეხები უშუპდებათ და სტკივათ. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ ვენების მატონიზირებელი სპრეის გამოყენებას. მისი შესხურება კოლჰოტზეც კი შეიძლება (თუ წელიწადის ცივ პერიოდში მგზავრობთ). ვენების სპრეი არ სვრის სამოსს და სწრაფად იწოვება.
როგორ ფიქრობთ, რატომ ანიჭებენ უპირატესობას თვითმფრინავით მგზავრობისას ტომატის წვენს? საქმე იმაშია, რომ დაბალი წნევის გამო ცაში სასმელები და პროდუქტები უფრო უგემურად გვეჩვენება. აი, ტომატის წვენს კი იგივე გემო უნარჩუნდება, ისევე, როგორც დიდი რაოდენობით მარილის, შაქრის ან სუნელების შემცველ რიგ კერძებს. თუმცა, თუ ხშირად გიშუპდებათ კიდურები, მოერიდეთ თვითმფრინავში მარილიან, გაზიან ან ზედმეტად ტკბილ სასმელებს, რადგან მათ ორგანიზმში სითხის შეკავების პროვოცირება შეუძლიათ.
ფრენის დროს უმჯობესია დალიოთ წყალი, ხშირად და პატარ-პატარა ყლუპებით. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი, ყავა და წვენები.
ვიტამინები შემდეგნაირად უნდა მიიღოთ: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში ჭამის დროს. უმჯობესია, მათი მიღება გამგზავრებამდე 2-3 კვირით ადრე დაიწყოთ. განაგრძეთ მათი მიღება შვებულების დროს და შემდგომ პერიოდში ხანგრძლივი მოქმედებისათვის. კურსის ჩატარების შემდეგ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით: თქვენი კანი ჯანსაღი და დატენიანებული იქნება, ხოლო ლამაზი, თანაბარი და მდგრადი რუჯი უყურადღებოდ არავის დატოვებს...