წვიმა ისე შემოგვეჩვია, რომ აუცილებლად უნდა გვქონდეს ლაბადა, რომელიც მისგან დაგვიცავს. გაეცანით ამ სეზონის ყველაზე მოდურ, ელეგანტურ და პრაქტიკულ საწვემრებს.
მკვეთრი ფერის

წითელი, ყვითელი და მწვანე ფერის ლაბადა მოქუფრულ წვიმიან ამინდშიც კი გაგიუმჯობესებთ განწყობას. შეიძლება ზურგზე ორიგინალური წარწერაც ჰქონდეს.
კლასიკური

გრძელი, კლასიკური ლაბადა კრემისფერით დაწყებული და მუქი ხაკისფერით დაწყებული საშუალებას მოგცემთ წვიმიან ამინდში უახლოეს სკვერში ისეირნოთ, მაგრამ არ დასველდეთ.
მოკლე

მოკლე და მოდურმა ლაბადამ შეიძლება სპორტული ქურთუკი მოგაგონოთ, მაგრამ ის წვიმისგან იდეალურად დაგიცავთ, მთავარია კაპიუშონი ჰქონდეს.
სპორტული

მართალია, წვიმიან ამინდში სპორტისთვის ნაკლებად ვართ განწყობილები, მაგრამ სპორტული ლაბადა მეტად პრაქტიკული და ახალგაზრდულია.
გრძელი

თუ გსურთ, წვიმიან ამინდშიც კი სხვებისგან გამორჩეული იყოთ, უპირატესობა გრძელ, ჟოლოსფერ ლაბადას მიანიჭეთ.
მზიან ამინდებს გისურვებთ, მაგრამ ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ და თქვენთვის სასურველი ლაბადა შეარჩიეთ.