მარწყვი მალე ფუჭდება... ექსპერტი ფერმერი გვირჩევს, როგორ შევინახოთ ის 1 კვირა! - Marao

მარწყვი მალე ფუჭდება... ექსპერტი ფერმერი გვირჩევს, როგორ შევინახოთ ის 1 კვირა!

2020-05-15 10:21:04+04:00

მარწყვი უამრავ სასარგებლო ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავს. აუმჯობესებს იმუნიტეტს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვოვანი სისტემისთვის.

არსებობს წესი, რომელიც დაგეხმარებათ, მარწყვი 1 კვირა გააჩეროთ და არ გაგიფუჭდეთ.

დაგჭირდებათ: თეთრი ძმარი, წყალი და საცერი.

ინსტრუქცია:

  1. ჯამში ჩაასხით 1 წილი ძმარი და 5 წილი წყალი.
  2. გააჩერეთ ამ ნარევში კენკრა რამდენიმე წუთი. ძმარი გაანადგურებს ყველა ბაქტერიასა და ობს. 
  3. კარგად გააშრეთ მარწყვი. 
  4. დადეთ კენკრა ქაღალდის ხელსახოცზე და შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!