წონაში დასაკლებად, არ არის აუცილებელი, ორგანიზმი დატანჯო. პირიქით, უნდა გაუფრთხილდე და იკვებო სწორი პროდუქტებით, რათა საჭმლის მომნელებელი სისტემა არ დაზიანდეს. ჩვენ გაგიზიარებთ, თუ როგორ უნდა დაიკლოთ წონაში სწრაფად, ყოველგვარი მტანჯველი დიეტის გარეშე.
ორგანიზმის გაწმენდა მარილიანი წყლით
ზედმეტი წონის მოსაშორებლად, რეგულარულად უნდა დალიოთ მარილიანი წყალი, მაგრამ არა ჩვეულებრივი, არამედ ზღვის მარილით. მას საფაღარათე თვისებები აქვს, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.
4 წესი სწრაფად გახდომისთვის:
წმენდა მარილიანი წყლით
მოამზადეთ ხსნარი: 1 ჩ.კ. ზღვის მარილი და 1 ლიტრი წყალი. დალიეთ 200 მლ უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე და 200 მლ საუზმიდან 2,5 საათის შემდეგ.

უარი ცარიელ კალორიებზე
ჭამის დროს არ შეიძლება სითხის მიღება: არც წყლის, არც ჩაის და ყავის. თუ არომატული ლატეს დალევა მოგინდათ, ჩათვალეთ, რომ ეს ცალკე ტრაპეზია. ე.ი. მარილიანი წყალი ლატეს დალევამდე და მის შემდეგ უნდა მიიღოთ.
ასეთი რეჟიმის წყალობით, თავისდაუნებურად ნაკლები საკვების მიღებას დაიწყებთ. მარილწყალი გემოს რეცეპტორებს უკეთ ამუშავებს და საკვების გემოს უფრო მძაფრად შეიგრძნობთ. გაგიქრებათ ცხიმიანი და ტკბილი საკვების მიღების სურვილი.
ხარისხიანი საკვების მცირე ულუფა
მნიშვნელოვანია საკვების არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ხარისხიც. რა უნდა მიირთვათ მაქსიმალური ეფექტისთვის? შვრიისა და წიწიბურის ფაფა, კვერცხი, ბოსტნეული, ხილი, თხილი, პარკოსნები. ხორცი - რაც შეიძლება ნაკლები, თავიდან უმჯობესია საერთოდ არ მიირთვათ, რათა კუჭი-ნაწლავი გაიწმინდოს. რძის პროდუქტებიდან დასაშვებია ხაჭო, სხვა დანარჩენი რეკომენდებული არ არის. მიირთვით ხილის ჩირი, "ხლებცი", თევზი.

უარი მავნე პროდუქტებს
მარილიანი წყალი დაგეხმარებათ, უარი თქვათ მავნე პროდუქტებზე, რომლებიც ასე გიყვართ. ალკოჰოლი, გაზიანი ტკბილი სასმელები, კეფირი, რძე - აკრძალური პროდუქტებია წონაში დაკლების პროცესისას. თუ 3 დღე მაინც გაუძლებთ ცდუნებას და შედეგს შენიშნავთ, შემდეგ არ მოგინდებათ ბუტერბროდები, შოკოლადი, ძეხვი და ა.შ. ორგანიზმი თავადვე უარყოფს ასეთ საკვებს.

მარილიანი წყალი ძალიან ეფექტურია, მაგრამ მასთან მიმართებაში ზოგ შემთხვევაში სიფრთხილე გმართებთ. ის არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც ჰიპერტონია აწუხებს, რადგან მარილი წნევის ვარდნის მაპროვოცირებელია. ასევე არ არის რეკომენდებული ბუასილის, წყლულის დროს, რადგან მარილი აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოს.