კაბა-პერანგი - ტრენდია, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. თავისუფალი თარგის კაბის მოდამ გასული წლიდან წელსაც გადმოინაცვლა და ამ ზაფხულსაც გვახარებს კომფორტული ჩაცმულობით.
შეხედეთ ამ მოდელებს! სტილი, ელეგანტურობა, ქალურობა... სურვილი გიჩნდება, სასწრაფოდ ჩაიცვა და თავი მოიწონო.
თეთრი ფერი კლასიკად რჩება, ეს უდავოა!
ასეთი მოდელი ზღვის სანაპიროზეც და ოფისშიც გამოგადგებათ.
კაბა-პერანგებს ძალიან უხდება მასიური სამკაულები.
ასეთ მოკლე ვარიანტს ერთი ფერის მაისური შეეფერება.
დიზაინერები განაგრძობენ ექსპერიმენტებს სხვადასხვა ქსოვილთან და სიგრძესთან, მაგრამ უპირატესობას ღია ფერებს ანიჭებენ.
შესაბამისი ფეხსაცმელი და აქსესუარი - აი, რა გაგხდით შეუდარებელს!
მუქი ზურმუხტისფერი კაბა-პერანგი ყველაზე პრეტენზიული მოდური გოგონების გემოვნებასაც დააკმაყოფილებს.
საინტერესო ქამარი აქცენტს წელზე გააკეთებს და სილუეტს დახვეწილობას შესძენს.
ვერტიკალური ხაზები - მოდური დიზაინერების საყვარელი პრინტი.
კლასიკური ვარიანტი - თეთრი კაბა შავი ზოლებით. ღია, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შესანიშნავად დაასრულებს იმიჯს.
ხაკისფერი ოპტიმალურია ასეთი კაბისთვის. მამაკაცურ ფერს მომგებიანად დააბალანსებს თავისუფალი თარგი.
მოდელი, რომელიც გრძელ სარაფანს ჰგავს, შესანიშნავია როგორც სასეირნოდ, ასევე საღამოს გამოსასვლელად.
თამამი ჭრილი ფეხების სილამაზეს გამოკვეთავს.
და კვლავ თეთრი - ზაფხულის სეზონის ჰიტი.
უმჯობესია, მუხლამდე სიგრძის კაბა შეარჩიოთ. ნუ დაივიწყებთ, რომ ტანსაცმელში მთავარია თავისუფლება და კომფორტი.