6 მარტივი გზა იმისათვის, რომ ბევრად ახალგაზრდად გამოვიყურებოდეთ - Marao

6 მარტივი გზა იმისათვის, რომ ბევრად ახალგაზრდად გამოვიყურებოდეთ

2017-07-18 12:44:54+04:00

როგორ უნდა დაიბრუნოთ ახალგაზრდობა და მოიშოროთ სიბერის ყველა ნიშანი? ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც... გაითვალისწინეთ მხოლოდ 6 პუნქტი და დაემშვიდობეთ განვლილ წლებს.

იხილეთ ვიდეო

1. უყურეთ მოსაუბრეს აღფრთოვანებული თვალებით

ბავშვივით, რომელიც სამყაროს ფართოდ გაღებული თვალებით და ღია პირით უყურებს. შეხედეთ ბავშვურად საკუთარ ქმარსაც კი, რომელთან ერთადაც 15 წელი იცხოვრეთ, რომელიც მოწყენილობის მეტს არაფერს იწვევს თქვენში. საუბრისას აღფრთოვანებულმა შესძახეთ ხოლმე: რა ჭკვიანი ხარ! აგატა კრისტი წერდა, რომ მამაკაცს ქათინაურები არადროს ბეზრდება.

2. იცელქეთ

ისევ ბავშვივით იხულიგნეთ. ხშირად გაერთეთ და ითამაშეთ ხოლმე ბავშვებთან ერთად. იყავით ახალგაზრდა დედა თქვენი შვილებისთვის, მათსავით ლაღი. და არა ნაადრევად დაბერებული ქალი. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.

3. დაინტერესდით ყველაფრით

ახალგაზრდები ცნობისმოყვარეები არიან. ასაკს არა აქვს მნიშვნელობა და არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვები. გსურთ ისწავლოთ ხატვა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, არაფერი გიშლით ხელს.

4. დაივიწყეთ წუწუნი

ქმარზე, შვილებზე, ცხოვრებაზე... დაიწყეთ აღფრთოვანება მცირედით და ცოტა ხანში მთელი თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ხშირად უმეორე საკუთარ თავს: ყველა ჩვეულებრივია, მე კი ყველაზე ლამაზი ვარ, საუკეთესო ქმარ-შვილები მყავს, საუკეთესო სამსახური მაქვს. ადამიანი, რომელიც მუდმივად წუწუნებს კარგს ვერასდრიოს მიაღწევს.

5. იყავით ამაღლებულ განწყობაზე

დილიდანვე შეიქმენით განწყობა, იღიღინეთ, გაიღიმეთ. ენერგიის მოსამატებლად წაივარჯიშეთ. ტვინი უნდა მიახვედროთ, რომ კი არ ნებდებით უსიამოვნებებს, ებრძვით პოზიტივით.

6. სპონტანური

იყავით მზად თავგადასავლებისთვის. მოგეცათ შანსი, გაისეირნოთ ქალაქგარეთ, არ გაუშვათ ხელიდან. რუტინას თავს ვერასდროს დააღწევთ, უბრალო გასეირნებაც კი უამრავ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.