- მყავს 4 თვის გოგონა. უბნის პედიატრმა გვირჩია, რომ დედის რძესთან ერთად ბავშვს ხილის წვენები მივცეთ.
ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში წავიკითხე, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ბავშვი 6 თვემდე მხოლოდ ძუძუთი უნდა იკვებებოდეს. რომელი რეკომენდაციაა სწორი?
- ბუნებრივი (დედის რძით) კვების უპირატესობა ხელოვნურთან შედარებით დღეს არავისთვის სადავო არ არის. თუ დედას საკმარისი რძე აქვს, ქალს შეუძლია კვებოს პატარა წლამდე (ზოგჯერ უფრო ხანგრძლივადაც), მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი ბავშვმა 4-6 თვიდან აუცილებლად უნდა მიიღოს დამატებითი საკვები, თავდაპირველად წვენების, ხოლო შემდგომ სხვა, მისი ასაკისთვის შესაფერისი პროდუქტების სახით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დედის რძე რაოდენობრივად საკმარისია ბავშვისთვის, მას აკლდება ვიტამინები, მიკროელემენტები: კალციუმი, კალიუმი, იოდი, ფოსფორი, სელენიუმი.
ეს ნივთიერებები კი აუცილებელია ბავშვის ძვლოვანი ქსოვილის, ყველა ორგანოსა და სისტემის ფორმირებისთვის. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენში დედები ხშირად არასრულფასოვნად იკვებებიან, შეცვლილია გარემო, ეკოლოგიური პირობები და შედეგად -ბავშვი ჩამორჩება წონაში, უვითარდება ანემია. ამრიგად, გირჩევთ, რომ 4-6 თვის ასაკის ბავშვის რაციონში შეიტანოთ წვენები, ხილისა და ბოსტნეულის პიურეები, რათა დროულად შეივსოს ვიტამინებისა და მიკროელემენტების დანაკლისი.
ვხელმძღვანელობთ თამარ მამაცაშვილის წიგნით - ”შეკითხვა ექიმს”,
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)