ზაფხული, დასვენება, მზე, ზღვა, მთა, აუზი, რუჯი, გართობა - ეს ყველაფერი თითქმის სინონიმებია. ყველა, განსაკუთრებით, დასაქმებული ადამიანები, მთელი წელი სულმოუთქმელად ელიან ზაფხულს, რომ დაისვენონ, ენერგია აღიდგინონ.
თუმცა ადამიანების გარკვეული ნაწილი ამა თუ იმ მიზეზის გამო თბილისიდან გასვლას ვერ ახერხებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მათზეც იზრუნონ და შექმნან შეთავაზებები, რომლებიც ქალაქში დარჩენილებს ცხოვრებას გაუხალისებს. ამაში ჩვენც დაგეხმარებით და შემოგთავაზებთ იდეებს თბილისში დარჩენილთათვის, თუ რა შეიძლება გააკეთოთ, თუ ქალაქიდან ვერ გადიხართ. აქვე შემოგთავაზებთ იმ საშუალებებსაც, რომელთა მეშვეობითაც შეთავაზებას ოპტიმალურ ფასად მიიღებთ.
აუზი
თბილისში დარჩენილთათვის აუზი, ალბათ, იდეალური არჩევანია. აუზების ერთდღიანი აბონემენტების ღირებულება ფასდაკლების გარეშე მერყეობს 20 ლარიდან 40 ლარამდე. თუმცა თქვენ მის შეძენას 15 ლარადაც მოახერხებთ HOTSALE.GE-ზე.

თამაშები
თუ თქვენ თბილისიდან რეალურ სამყაროში ვერ გადიხართ, მაშინ ეს ვირტუალური რეალობის საშუალებით გააკეთეთ. სიცხეებითა და უშვებულებობით გამოწვეული სტრესისგან თავის დასაღწევად, ვირტუალური რეალობის თამაშები ნამდვილად შესაფერისია. "კაფსულაში" შეგიძლიათ 20-ზე მეტი თამაშით მიიღოთ სიამოვნება და გადაეშვათ ვირტუალურ სამყაროში. "კაფსულას" მომსახურებით ფასდაკლებით სარგებლობისთვის მიჰყევით ბმულს.
საღამო ქალაქგარეთ
თუ თქვენ დიდი ხნით ვერ ახერხებთ ქალაქიდან გასვლას, მაშინ ეს საღამოობით მაინც უნდა გააკეთოთ. ამ დროს ლოკაციის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ის თბილისთან ახლოს იყოს და გზამ არ გადაგღალოთ. ასევე აარჩიეთ ადგილი, სადაც გართობასა და განტვირთვასაც შეძლებთ. წყნეთში მდებარე "კოპალა" სიგრილით და სუფთა ჰაერით გამოირჩევა. მეგობრებთან ერთად საღამოს ან ვიქენდის გატარება ნამდვილად გესიამოვნებათ. "კოპალას" მომსახურებაზე ფასდაკლების მიღება HOTSALE.GE-ზე შეგიძლიათ.
რუჯი
რუჯი ზაფხულის განუყოფელი ატრიბუტია და ვინც ისევ თბილისში ხართ, ზღვაზე წასვლის დანაკლისი რუჯით მაინც აინაზღაურეთ. ამ დროს სოლარიუმში ვიზიტი საუკეთესო გამოსავალია. თბილისურ სალონებში სოლარიუმის მომსახურებით სარგებლობა 45 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე მერყეობს. გასარუჯად სალონის ასარჩევად და ფასდაკლების მისაღებად მიჰყევით ბმულს.

გემრიელი ვახშამი
ზაფხულის სიცხეში კვების პროცესიც კი გარკვეულწილად უსიამოვნო ხდება ადამიანისთვის. ამიტომ კარგია, თუ შეარჩევთ რესტორანს გრილ ადგილას, სადაც გემრიელ კერძებს შემოგთავაზებენ. მეგობრებთან ერთად გადაღლილობის მოსახსნელად და განსატვირთავად თბილისთან ახლოს, მცხეთაში მდებარე რესტორანი "სერაფიტა" კარგი გამოსავალია. რესტორანი მტკვრის ნაპირასაა და სასიამოვნო ხედი იშლება მდინარეზე. რესტორნის მენიუს ასარჩევად და ფასდაკლების მისაღებად ეწვიეთ HOTSALE.GE-ს.