რასთან და როგორ ვატაროთ „ოქროსფერი პორტვეინი“ ამ შემოდგომაზე - Marao

რასთან და როგორ ვატაროთ „ოქროსფერი პორტვეინი“ ამ შემოდგომაზე

2017-08-16 13:24:24+04:00

შემოდგომა-ზამთრის ყველა მოდური ჩვენება უკვე შედგა და დროა, ვისაუბროთ დამდეგ მოდურ ტენდენციებზე, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ფერთა გამით გამოიხატება.


დამდეგი შემოდგომა გაგვაოცებს მრავალფეროვნებითა და ამ სეზონისთვის ცოტათი უჩვეულო ფერებით.

მრავალი დიზაინერი უპირატესობას, გარდა წითელი ფერისა, ანიჭებს შემოდგომის ფერს, „ოქროსფერ პორტვეინს“. ის რაღაცით ბურგუნდის მოგაგონებთ, თუმცა უფრო ღრმა და საინტერესოა. ჩვენ მოგითხრობთ, რასთან და როგორ ატაროთ ეს ფერი.

цвет портвейн с чем носить

რთული ფერია, თუმცა ეს გამოარჩევს მას სხვა მოდური ფერებისგან. უხდება უხეშ ნაჭრებს, ამიტომ თამამად აირჩიეთ პალტო, ქურქი ან კოსტიუმი ამ ფერში. სხვათა შორის, მოდაში კვლავ შემოდის ველვეტი, რომელსაც „ოქროსფერი პორტვეინი“ ძალიან უხდება.

модные цвета осени

მაგრამ მსუბუქი და ჰაეროვანი ქსოვილებიც ძალიან უხდება ამ ფერს. სამოსი კეთილშობილურად და ძვირფასად გამოიყურება. იდეალურია როგორც ყოველდღიური ტარებისთვის, ასევე საღამოს წვეულებებისთვის.

модные цвета осени

მიუხედავად ფერის სირთულისა, ის კარგად ეხამება სხვა ფერებს. „ოქროს პორტვეინი“ უხდება ნაცრისფერს, მუქ ლურჯს, ცისფერს, მდოგვისფერსა და ნაზ ვარდისფერს. ასე რომ, შეძლებთ მრავალფეროვანი იმიჯების შექმნას.

რა თქმა უნდა, არ ღირს ყველა სამოსის ამ ფერში შეძენა. გარდა „ოქროს პორტვეინისა“, არის კიდევ 9 არანაკლებ აქტუალური ფერი. ყველაზე მთავარი - წითელი (გრენადინი), ასევე, ვარდისფერი, ცისფერი, ნარინჯისფერი, მწვანე, რომლებსაც ასევე საინტერესო სახელწოდებები აქვს.

модные цвета осени

მათთან ერთად, ყოველი მოდური გოგონა შეძლებს შექმნას იმიჯი, როგორსაც მოისურვებს: ნაზი და მსუბუქიდან - მკაცრი და მუქ ფერებში. ასევე აქტუალურია მონოლუქები, როდესაც მთლიანი სამოსი ერთ ფერშია.

модные цвета осени