კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ეს ახალი არ არის. არასწორი კვება იწვევს დაავადებებს, ისეთებს, როგორიცაა გასტრიტი. მწარე საკვები კი მწვავე გასტრიტის გამომწვევია. ასე რომ, ფრთხილად იყავით.
აი, 7 პროდუქტი, რომლებიც გასტრიტის განკურნებაში დაგეხმარებათ:
ბანანი
კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით, რომელიც კუჭს მჟავისგან იცავს, ბანანს მწყობრში მოჰყავს კუჭის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი. გარდა ამისა, ის იოლად ათვისებადია.
ვაშლი
ვაშლი შეიცავს პექტინს, ნივთიერებას, რომელიც ხსნის კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას, რომელსაც ცხარე საჭმელი იწვევს. ასევე, ის ეხმარება დიარეის დროს.
ქოქოსი
ქოქოსი შეიცავს მაგნიუმს, ფოსფორს და კალიუმს, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
სელის თესლი
სელის თესლი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აღადგენს ნაწლავურ მიკროფლორას. თანაც, შეიცავს დიდი ოდენობით უჯრედისს, ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ასევე სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის.
შვრია
კუჭი მადლიერი დაგრჩებათ, თუ შვრიასა და ბანანს მიირთმევთ. ორივე პროდუქტი შესანიშნავია გასტრიტის დროს. შვრია მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც ამაგრებს კუჭის კედლებს.
სტაფილო
სტაფილო შეიცავს ანტიოქსიდანტ ბეტა-კაროტინს, რომელიც სპობს თავისუფალ რადიკალებს კუჭში და იცავს მჟავიანობისგან.
პაპაია
ეს ხილი მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც დაგეხმარებათ გასტრიტისა და შეკრულობის დროს. ძალიან სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის.
ასევე იხილეთ:
პროდუქტები, რომლებიც სახეს ცვლიან
