თუ იების, ორქიდეების მოვლას ვერ ახერხებთ, მოაშენეთ ყვავილები, რომლებსაც ნაკლები მოვლა სჭირდებათ. ასეთი საკმაოდ ბევრია.
1. ალოე

სასარგებლო უფროა, ვიდრე დეკორატიული. კარგად იტანს მზის სხივებს. ტემპერატურის ცვლილებას. ზამთარში თვეში ერთხელ მორწყით, ზაფხულში - კვირაში ერთხელ.
2. კალანჰოე

ურყვარს ტენიანობა, ამიტომ ხშირად ნუ მორწყავთ, ნურც წყალს შეასხურებთ, მაგრამ მზის პირდაპირ სხივებსაც მოარიდეთ.
3. ეჰევერია

სხვა სუკულენტების მსგავსად კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისია. შემოდგომაზე - თვეში ერთხელ, ზამთარში 1-2-ჯერ. ნუ გააჩერებთ სითბოში.
4. ფორსტერის ჰოვეია (კენტია)

სხვა პალმებისგან განსხვავებით უყვარს ჩრდილი და მშრალი ჰავა. ზაფხულში მორწყით ხშირად, რომ არ გამოუშრეს გრუნტი, ზამთარში, - სანამ გრუნტი არ გაშრება. უყვარს თბილი შხაპი.
5. სინგონიუმი

არც ხშირად მორწყვა უნდა და არც მზის პირდაპირი სხივები. იდეალური ტემპერატურაა +17 გრადუსი.
6. ეპიპრემნუმი

იდეალურია დამწყები მეყვავლისთვის. ცუდად მოლის დროს ცუდად იზრდება, ფოთლები სცვივა, მაგრამ როგორც კი მორწყავთ, გამოცოცხლება.
7. ვერცხლისფერი პეპერონია

მცენარე, რომლის ფოთლებიც საზამთროს რომ მოგაგონებთ, ნახევრადჩრდილში იზრდება, ზამთარში ცოტა მორწვა ყოფნის, ზაფხულში ზომიერი. უმჯობესია, შეასხუროთ წყალი.
8. ზოლიანია ჰავორტია

ზამთარში შეგიძლიათ საერთოდ არ მორწყათ, ზაფხულში, როცა ფოთლები მოუმრგვალდება. სიცივე ვერაფერს დააკლებს. აი, მზის სხივებს კი უნდა მოარიდოთ.
9. ქლოროფიტუმი

მისი ადგილი რაფაზეა. მაგრამ მზეს მოარიდეთ. ზაფხულში კვირაში ორჯერ მორწყეთ, ზამთარში - იშვიათად.
10. გასტერია

ჩრდილისმოყვარულია. მშრალ ჰავასაც იტანს. ზამთარში 1-2-ჯერ მორწყეთ. არ უყვარს ორპირი.
11. ქვის ვარდი

მზისა და სითბოს მოყვარულია. ზაფხულში იშვიათად მორწყით, ზამთარში საერთოდ არ მორწყათ.
12. ფულის ხე

ზაფხულში კვირაში ორჯერ მორწყით, არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები, ფოთლები დაეწვება.
13. გერანი

ლამაზიცაა და ადვილი მოსავლელიც. ცივ ამინდასაც უძლებს და მზის სხივებსაც. არ შეასხუროთ წყალი. მორწყით ხშირად.
14. ვუდის ცეროპეგია

დაკიდულ ქოთანში ჩამოკიდეთ. იტანს ტემპერატურის ცვლილებას. იშვიათ მორწყვას, განათების ნაკლებობას. უმჯობესია, კაქტუსებისთვის აუცილებელი დრენაჟით აუვსოთ ქოთანი.
15. ფიკუსი

ჩრდილიშიც იზრდება, მაგრამ სინათლე უყვარს. აგრეთვე, სითბოსმოყვარულია. კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისია. ფოთლები რომ უბზინავდეს, თვეში ერთხელ ნამიანი ჩარი გადაუსვით.